ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ჩვენს სულში სიყვარული უნდა აღვძრათ, რომ ლოცვა გაძლიერდეს, გამთლიანდეს და ამ კარგი გრძნობით გამოიღოს კეთილი შედეგი – თავისუფლად ლოცვა, სულიერი სითბო, სიხარული, ცრემლი
გონება, როგორც მცველი, როგორც ზედამხედველი, თვალყურის სადევნებლად დავუყენოთ შინაგან ხმას, რომელიც ლოცვას ამბობს, ამასთანავე წარმოსახვასაც უნდა მიაქციოს ყურადღება, რაიმე სურათი რომ არ მიიღოს.
სიმდაბლესა და თავისბრალობას ღვთის მადლი მოაქვს. მადლი კი, თავის მხრივ, გულმოდგინებას გვანიჭებს და ლოცვა გვიადვილდება.
ვაი ჩვენ, როცა გვასწავლიან და არ ვასრულებთ, თავს არ ვაიძულებთ; როცა თავის იძულებისთვის ყველანაირი საშუალება გვეძლევა, ჩვენ კი უმოქმედონი ვრჩებით. მაშინ სხვა რაღა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ განვიკითხოთ საკუთარი თავი, როგორც უღირსი... იხილეთ სრულად
თავის იძულების გარდა სხვა არაფერი დაგვრჩენია. მუდმივად ვაიძულოთ თავი. როგორც დღევანდელმა გაკვეთილმა გვასწავლა, მთავარია, განუწყვეტლივ გულმოდგინედ ვილოცოთ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“.