ჩვენ არ უნდა განვეშოროთ ზიარებას იმიტომ, რომ თავს ცოდვილად მივიჩნევთ. უფრო მეტი და მეტი წყურვილით უნდა ვისწრაფოდეთ მისკენ სულის განკურნებისა და განწმენდისათვის... უფრო სწორი იქნება, ყოველ კვირა დღეს ვეზიაროთ ჩვენი სალმობების საკურ...
იხილეთ სრულად
ჩვენ არ უნდა განვეშოროთ ზიარებას იმიტომ, რომ თავს ცოდვილად მივიჩნევთ. უფრო მეტი და მეტი წყურვილით უნდა ვისწრაფოდეთ მისკენ სულის განკურნებისა და განწმენდისათვის... უფრო სწორი იქნება, ყოველ კვირა დღეს ვეზიაროთ ჩვენი სალმობების საკურნებლად გულის იმ სიმდაბლით, რომლითაც გვწამს და ვაღიარებთ, რომ ვერასოდეს შევძლებთ ღირსეულად შევეხოთ წმიდა საიდუმლოებს, ვიდრე გულის ამაო დარწმუნებით აღზვავებულებს გვწამდეს, რომ წელიწადში ერთხელ ზიარების ღირსნი ვხდებით.
ღვთაებრივი ზიარება უფრო რწმენითი საიდუმლოა. ნათლისღებისას ვიყენებთ წყალს – ნაკურთხს, მაგრამ მაინც წყალს, ზეთის კურთხევისას გვაქვს ზეთი – ნაკურთხი, მაგრამ მაინც ზეთი. ღვთაებრივი ზიარების დროს ჩვენ ვხედავთ პურს, ვგრძნობთ პურის გემოს...
იხილეთ სრულად
ღვთაებრივი ზიარება უფრო რწმენითი საიდუმლოა. ნათლისღებისას ვიყენებთ წყალს – ნაკურთხს, მაგრამ მაინც წყალს, ზეთის კურთხევისას გვაქვს ზეთი – ნაკურთხი, მაგრამ მაინც ზეთი. ღვთაებრივი ზიარების დროს ჩვენ ვხედავთ პურს, ვგრძნობთ პურის გემოს, მაგრამ ეს პური არ არის – ეს ხორცია. ვხედავთ ღვინოს, შევიგრძნობთ მის გემოს, მაგრამ ის ღვინო არ არის – სისხლია. ეს საიდუმლო უწინარესად რწმენითი საიდუმლოა, რადგან ჩვენი გრძნობებით მას ვერ ჩავწვდებით.
სულიერ გზას სინანულით უნდა შეუდგე და საღვთო ევქარისტიის საიდუმლოთი განმტკიცდე. ზიარება უნდა მიიღო არა წელიწადში ერთხელ, როგორც ეს ამა სოფლისკენ მიდრეკილ ქრისტიანებს ექცათ ჩვევად, არამედ ბევრჯერ, როგორც მონასტერშია მიღებული, რადგან...
იხილეთ სრულად
სულიერ გზას სინანულით უნდა შეუდგე და საღვთო ევქარისტიის საიდუმლოთი განმტკიცდე. ზიარება უნდა მიიღო არა წელიწადში ერთხელ, როგორც ეს ამა სოფლისკენ მიდრეკილ ქრისტიანებს ექცათ ჩვევად, არამედ ბევრჯერ, როგორც მონასტერშია მიღებული, რადგან ხშირი ზიარების გარეშე შეუძლებელია სულიერი ცხოვრება ერში. შენი სხეული ხომ იფიტება და უძლურდება, როდესაც საკვებს არ აწვდი. სულსაც სჭირდება თავისი ზეციური საზრდო, არადა გამოიფიტება და დაძაბუნდება. ზიარების გარეშე შენში მინ...
მომავალში და ძალზე მალე, ჩვენ უფრო წმიდად და სრულყოფილად ვეზიარებით, როცა სიტყუა ჩვენთან ერთად შესვამს ამ ახალ სასუმელს მამის სასუფეველში, განგვიცხადებს და მოგვანიჭებს რა იმას, რაც ამჟამად ჩვენდა მხოლოდ გარკვეულწილად არის გაცხადებ...
იხილეთ სრულად
მომავალში და ძალზე მალე, ჩვენ უფრო წმიდად და სრულყოფილად ვეზიარებით, როცა სიტყუა ჩვენთან ერთად შესვამს ამ ახალ სასუმელს მამის სასუფეველში, განგვიცხადებს და მოგვანიჭებს რა იმას, რაც ამჟამად ჩვენდა მხოლოდ გარკვეულწილად არის გაცხადებული მის მიერ: რამეთუ ამჟამად შეცნობადი – ყოველთვის ახალია. მაშ, რა არის ეს სასუმელი და ეს საზრდო? ჩვენთვის იგი იმაშია, რომ ვისწავლოთ, მისთვის კი – იმაში, რომ გვასწავლოს და სიტყვას მიგვაახლოს და გვაზიაროს, ჩვენ – მოწაფეებ...
მართალია, ჩვენს გრძნობებს ეჩვენება, რომ ზიარების წმიდა ნაწილნი – ჩვეულებრივი პური და ღვინოა, მაგრამ თვით უფლის საღმრთო მოწმობით, ეს მისი ჭეშმარიტი ხორცი და სისხლია.
ზოგი ურწმუნოებისა და უწმინდურობის გამო არ იღებს ზიარებას, სხვები – უმეცრების, გულგრილობის, მცირედმორწმუნეობის და უფლის ჭეშმარიტი და წმინდად სიყვარულის უქონლობის გამო, ერთი–ორჯერ თუ ეზიარება წელიწადში და ისიც ინერციით, შიშის, სიყვა...
იხილეთ სრულად
ზოგი ურწმუნოებისა და უწმინდურობის გამო არ იღებს ზიარებას, სხვები – უმეცრების, გულგრილობის, მცირედმორწმუნეობის და უფლის ჭეშმარიტი და წმინდად სიყვარულის უქონლობის გამო, ერთი–ორჯერ თუ ეზიარება წელიწადში და ისიც ინერციით, შიშის, სიყვარულისა და რწმენის გარეშე. მეტად სამწუხარო და სავალალოა ის გარემოება, როცა სულიერი მამა ეკლესიის აღსავლის კარიბჭიდან ზიარებაზე უხმობს ადამიანებს და არავის სურს ეზიაროს.
ზიარება ცხოვრების წყარო მხოლოდ იმათთვისაა, ვინც მისთვის ღირსებით მოემზადა, ხოლო უღირსებისა და უკეთურებისათვის იგი დამსჯელ ცეცხლად გადაიქცევა. ზიარებისთვის პირველ რიგში მარხვით ვემზადებით, მაგრამ რადგანაც მარხვა თავისთავად სათნოება...
იხილეთ სრულად
ზიარება ცხოვრების წყარო მხოლოდ იმათთვისაა, ვინც მისთვის ღირსებით მოემზადა, ხოლო უღირსებისა და უკეთურებისათვის იგი დამსჯელ ცეცხლად გადაიქცევა. ზიარებისთვის პირველ რიგში მარხვით ვემზადებით, მაგრამ რადგანაც მარხვა თავისთავად სათნოება არაა, ამიტომ უსარგებლოა, თუ მმარხველს ჭეშმარიტი სათნოებებით არ შემოსავს.
ზიარებას ღირსეულად არა მხოლოდ წმინდანები იღებენ. წმიდა საიდუმლოთა მისაღებად რწმენაში არასრულყოფილებაც ვერ იქნება დაბრკოლება, რადგან ექიმი სნეულებს სჭირდებათ და არა ჯანმრთელებს. ქრისტე მოვიდა როგორც მართალთა, ისე ცოდვილთა გადასარჩე...
იხილეთ სრულად
ზიარებას ღირსეულად არა მხოლოდ წმინდანები იღებენ. წმიდა საიდუმლოთა მისაღებად რწმენაში არასრულყოფილებაც ვერ იქნება დაბრკოლება, რადგან ექიმი სნეულებს სჭირდებათ და არა ჯანმრთელებს. ქრისტე მოვიდა როგორც მართალთა, ისე ცოდვილთა გადასარჩენად. ზიარება – ეს ჩვენი რწმენის განმტკიცებისა და სრულყოფის წყაროა; როგორ შეიძლება, ჯერ რწმენასა და ცხოვრებაში სრულყოფილება მოითხოვო და უკვე შემდგომ ჩათვალო დასაშვებად წმიდა საიდუმლოთა ზიარება?!