შენს პირველ წერილში მწერ, რომ დავით მეფსალმუნე ამბობს: „არა ვსცე შერყევაი მართალსა“ (ფსალმ. 54, 22). აქ იგულისხმება ქარიშხალი, რომელიც მართალს სავალალო შედეგს კი არ მოუტანს, არამედ ეს იქნება სიყვარულით გამოცდა, რომ მართალმა მხსნელ...
იხილეთ სრულად
შენს პირველ წერილში მწერ, რომ დავით მეფსალმუნე ამბობს: „არა ვსცე შერყევაი მართალსა“ (ფსალმ. 54, 22). აქ იგულისხმება ქარიშხალი, რომელიც მართალს სავალალო შედეგს კი არ მოუტანს, არამედ ეს იქნება სიყვარულით გამოცდა, რომ მართალმა მხსნელ ნაპირს მშვიდობით მიაღწიოს და კეთილი აღსასრული ჰქონდეს. მართალთა სულები ამ ღვთაებრივ ქარიშხალში არა მხოლოდ გადარჩებიან, არამედ სრულყოფილებიც გახდებიან. ეს ქარიშხლები რომ არა, ვერავინ ცხონდებოდა.
კურთხეულო სულო, ცხონების გზაზე მხდალი ნუ იქნები. ერთმანეთის დახმარებით ერთად გავივლით მას. სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი ღვთისა იყოს ჩვენთან. ის ჩვენს მიშვებულ გულისსიტყვებს მჭიდროდ შემოზღუდავს და მოთმინებით გ...
იხილეთ სრულად
კურთხეულო სულო, ცხონების გზაზე მხდალი ნუ იქნები. ერთმანეთის დახმარებით ერთად გავივლით მას. სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი ღვთისა იყოს ჩვენთან. ის ჩვენს მიშვებულ გულისსიტყვებს მჭიდროდ შემოზღუდავს და მოთმინებით განგვპოხავს, ვიდრე ყოვლისმპყრობელი გვიბრძანებს, რომ სხეული აქ დავტოვოთ, სული კი ზეცად აღვიდეს.