ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები ბოროტება, გამონათქვამები, ციტატები
კეთროვანის მიმართ განა ვინმეს შური აღეძვრება? ცხადია არა. რატომ შურთ ზოგჯერ ბოროტი ადამიანის, მაშინ როცა ბოროტება სნეულებაა, საშინელი კეთრი. კეთრი ხორციელი სნეულებაა, ბოროტება კი - სულიერი.
რას ითხოვს ჩვენგან უფალი? - ჩვენი სული დღითი დღე, წლიდან წლამდე სიკეთისკენ რომ მიილტვოდეს, მხოლოდ კეთილზე ვფიქრობდეთ და სიკეთე გვსურდეს, ბოროტება განვაგდოთ, მარადიულ დავიწყებას მივცეთ.
ღმერთმა ადამიანი არა დასაღუპავად, ცხონებისათვის შექმნა. არსებობს კი ისეთი მებაღე, ვისაც უნდა, რომ მისმა ნერგმა არ გაიხაროს და ნაყოფი არ გამოიღოს? უფლის ნებაა, რომ ყველა ადამიანმა შეინანოს და ბოროტს გაემიჯნოს.
"მე ვარ აღდგომა" და ცხორებაჲ, - ბრძანებს უფალი, - რომელსა ჰრწმენენ ჩემი მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე, და ყოველი, რომელი ცოცხალი არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე" (იოანე 11,25-26). აღდგომილი მაცხოვარი არის უტყუარი მტკი... იხილეთ სრულად
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა სიყვარული და სიკეთე თესოს და არა ბოროტება და სიცრუე? უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ჭეშმარიტი რწმენა, რწმენა ერთიანი, განუყოფელი, წმიდა სამოციქულო ეკლესიისა, რომლის მადლსაც ატარებს მართლ... იხილეთ სრულად
თუ დასთეს სიყვარულს, მის წილ დიდ სიყვარულს მოიმკი; თუ დასთეს ღვთისმოსაობას, სიკეთესა და სიმართლეს, მოიმკი კეთილდღეობასა და ღვთის ლოცვა-კურთხევას, ხოლო თუ დასთეს ბოროტებას, სიბილწესა და სიცრუეს, შედეგად მიიღებ მწუხარებას, ტანჯვას დ... იხილეთ სრულად
ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ სიკეთე სძლევს ბოროტებას, რომ სიყვარული ამარცხებს სიძულვილს, სიცოცხლე თრგუნავს სიკვდილს.
დღეს უფალი, მართალია, გვიხმობს სიხარულად, მაგრამ იგი, უპირველეს ყოვლისა, მოგვიწოდებს სინანულისთვის, სიყვარულის, თანაგრძნობისა და მოწყალებისთვის, ლოცვის, მარხვისა და ცოდვათა შენდობისათვის. ამიტომაც წერს ძველ მოღვაწეთაგან ცნობილი აბ... იხილეთ სრულად
თუ ვერ განვეშორებით მტრობას, ვერაგობას, ბოროტებას, შურსა და რისხვას და ყოველ საქმეთ ღვთისა და ჩვენს შეურაცხმყოფელს, ვერც აღდგომის დღესასწაულის ძალას ვიგრძნობთ.
ბოროტებას შესაბამისი ბოროტი შედეგი მოჰყვება. ცოდვის შედეგია ღვთისგან განდგომა, სიყვარულის, მშვიდობისა და ბედნიერების დაკარგვა, სულიერი სიღატაკე, სიკვდილი... "ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი" (რომ. 5, 12).