შინაური ცხოვრება სარკეა, რომელშიც ადამიანის ნამდვილი ხასიათი და ბუნება გამოიხატება. ქრისტიანებისათვის სახლი, ანუ ოჯახი მეორე ეკლესიაა: როგორც ეკლესიაში, ოჯახშიც სიწმინდითა და მორიდებით უნდა იქცეოდე (I, 263-266).
ყოველი კაცი პირველ ჩვეულებებსა და შეხედულებებს ოჯახში იღებს; ოჯახში ითვისებს იგი ცუდსა თუ კარგ ყოფაქცევას. აქ ყალიბდება მისი ბოროტი თუ კეთილი ხასიათი. ამიტომ ღმრთისმოყვარე და წმიდა ოჯახში კარგი და კეთილი ადამიანი იზრდება და პირიქი...
იხილეთ სრულად
ყოველი კაცი პირველ ჩვეულებებსა და შეხედულებებს ოჯახში იღებს; ოჯახში ითვისებს იგი ცუდსა თუ კარგ ყოფაქცევას. აქ ყალიბდება მისი ბოროტი თუ კეთილი ხასიათი. ამიტომ ღმრთისმოყვარე და წმიდა ოჯახში კარგი და კეთილი ადამიანი იზრდება და პირიქით.
link
ნუ დარდობ, რომ ოჯახს მოეკიდე. კარგია და უფრო მაღალი ბერ-მონაზვნობა, ვინაიდან ბერს ფრთები ასხია და ცისკენ მიფრინავს, დაოჯახებული კი მიწაზე დადის, ხმელეთზე. შესანიშნავია ცაში ყოფნა, მაგრამ სახიფათოა, ვინაიდან თუ ჩამოვარდი, ნაწილ-ნაწ...
იხილეთ სრულად
ნუ დარდობ, რომ ოჯახს მოეკიდე. კარგია და უფრო მაღალი ბერ-მონაზვნობა, ვინაიდან ბერს ფრთები ასხია და ცისკენ მიფრინავს, დაოჯახებული კი მიწაზე დადის, ხმელეთზე. შესანიშნავია ცაში ყოფნა, მაგრამ სახიფათოა, ვინაიდან თუ ჩამოვარდი, ნაწილ-ნაწილ დაიშლები, ხოლო მიწაზე თუ წაბორძიკდი, არაფერია, ადვილად წამოდგები.
link
კეთილი შინაური ცხოვრება კეთილი ქრისტიანული ზნეობის საფუძველი იმიტომაც არის, რომ ქრისტიანი ქრისტეს მცნებას ვერსად ისე ვერ აღასრულებს, როგორც საკუთარ სახლში, ოჯახში. ქრისტეს პირველი მცნება სიყვარულია; სად შეიძლება უკეთესად სიყვარული...
იხილეთ სრულად
კეთილი შინაური ცხოვრება კეთილი ქრისტიანული ზნეობის საფუძველი იმიტომაც არის, რომ ქრისტიანი ქრისტეს მცნებას ვერსად ისე ვერ აღასრულებს, როგორც საკუთარ სახლში, ოჯახში. ქრისტეს პირველი მცნება სიყვარულია; სად შეიძლება უკეთესად სიყვარულის გამომჟღავნება, ვიდრე ოჯახში? აქ გამოჩნდება, როგორი გული გაქვს და ნამდვილად შეგიძლია თუ არა მოყვასის შეყვარება. თუ დედ-მამა, და-ძმა და ნათესავ-მახლობლები ვერ შეიყავარე, ყოველთა სხვათა მოყვასთა როგორღა შეიყვარებ?
link
დიდი და ფრიად საჭირო სათნოებაა ადამიანისათვის საკუთარი თავის უარყოფა, ე.ი. სხვისთვის თავის შეწირვა. ამ მცნების აღსრულების საუკეთესო შემთხვევაც ოჯახში გვაქვს. ასევე სიწმინდეს, სულგრძელობას, სიმშვიდესა და სხვა ქრისტიანულ სათნოებებს ...
იხილეთ სრულად
დიდი და ფრიად საჭირო სათნოებაა ადამიანისათვის საკუთარი თავის უარყოფა, ე.ი. სხვისთვის თავის შეწირვა. ამ მცნების აღსრულების საუკეთესო შემთხვევაც ოჯახში გვაქვს. ასევე სიწმინდეს, სულგრძელობას, სიმშვიდესა და სხვა ქრისტიანულ სათნოებებს ვერსად ისე ვერ შეიძენს კაცი და ვერ განამტკიცებს, როგორც საკუთარ ოჯახში. და მესამეც: კაცის ხასიათი ისე კარგად არსად არ მჟღანდება როგორც შინ, მახლობელთა შორის. თუ გარეთ შეუძლია თავისი ნამდვილი ხასიათი დამალოს და გარშემო მყ...
link
ბედნიერნი არიან ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც ღვთის ტაძარში ხშირად დადიან და თავიანთ საცხოვრებელს სამლოცველო სახლად აქცევენ და ამით მათ ღვთისმოსაობის მაგალითს აძლევენ! მაგრამ ვის შეუძლია, ჩასწვდეს იმ ბავშვთა უბედურებას, რომელნიც ...
იხილეთ სრულად
ბედნიერნი არიან ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც ღვთის ტაძარში ხშირად დადიან და თავიანთ საცხოვრებელს სამლოცველო სახლად აქცევენ და ამით მათ ღვთისმოსაობის მაგალითს აძლევენ! მაგრამ ვის შეუძლია, ჩასწვდეს იმ ბავშვთა უბედურებას, რომელნიც მშობელთაგან ამქვეყნიური უწმინდურობის გავლენით იზრდებიან და ამით სისხლისმსმელი მოლოხისათვის (კერპისათვის) შეიწირებიან მსხვერპლად?
იერემია 32.35
link
აგრეთვე ქალებიც დაემორჩილენით ქმრებს, რათა ზოგი მათგანი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, თავიანთი ცოლების ცხოვრებით შეძენილ იქნენ (ქრისტეს რწმენაში) სიტყვის გარეშე, როცა იხილავენ თქვენს უბიწო, ღმრთისმოშიშ ცხოვრებას.
დაე, ...
იხილეთ სრულად
აგრეთვე ქალებიც დაემორჩილენით ქმრებს, რათა ზოგი მათგანი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, თავიანთი ცოლების ცხოვრებით შეძენილ იქნენ (ქრისტეს რწმენაში) სიტყვის გარეშე, როცა იხილავენ თქვენს უბიწო, ღმრთისმოშიშ ცხოვრებას.
დაე, თქვენი სამშვენისი იყოს არა გარეგნული თმაწნულობა, არა ოქროს სამკაული, არა სამოსის მორთულობა და მოკაზმულობა,
არამედ დაფარული გულის კაცი, თვინიერი და მშვიდი სულის უხრწნელი მშვენებით, რაც ყველაზე ძვირფასია ღმერთის წინაშე.
ასევე ...
link
ჩვენი დროისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ადამიანთა გაუცხოება, გულითადი კავშირების, ურთიერთნდობის, ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილების დაკარგვა. ერთი ოჯახის წევრებს შორისაც კი იგრძნობა ერთმანეთისაგან განცალკევების სურვილი. ეს ...
იხილეთ სრულად
ჩვენი დროისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ადამიანთა გაუცხოება, გულითადი კავშირების, ურთიერთნდობის, ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილების დაკარგვა. ერთი ოჯახის წევრებს შორისაც კი იგრძნობა ერთმანეთისაგან განცალკევების სურვილი. ეს იმიტომ ხდება, რომ არ სუფევს ჰარმონია ოჯახის ცალკეული წევრის გულში, რათა ამ შინაგანი სიმშვიდის საფუძველზე მოინახოს და დამყარდეს მშვიდობა ყველა ახლობელთან, ყველა სხვა ადამიანთან. როდესაც დამკვიდრდება მშვიდობა ადამიანის გულ...
link
ქრისტეს ყველა სახარება თავისი არსით წარმოადგენს ერთადერთ მეცნიერებას მშვიდობის შესახებ დედამიწის ზურგზე. როდესაც გაეცნობი მას, როგორ შეიძლება, არ დაეთანხმო, რომ მშვიდობა შედეგია სათნოებისა და არა - გამჭრიახობისა, რომ მშვიდობა მხოლ...
იხილეთ სრულად
ქრისტეს ყველა სახარება თავისი არსით წარმოადგენს ერთადერთ მეცნიერებას მშვიდობის შესახებ დედამიწის ზურგზე. როდესაც გაეცნობი მას, როგორ შეიძლება, არ დაეთანხმო, რომ მშვიდობა შედეგია სათნოებისა და არა - გამჭრიახობისა, რომ მშვიდობა მხოლოდ სათნოებით მიიღწევა და არასოდეს - მოხერხებულობით.
აიღეთ მაგალითად ოჯახი, რომელშიც ცოლ-ქმარი მშვიდობას ერთმანეთში მხოლოდ გამჭრიახი გონების მეშვეობით, სათნოების გარეშე ინარჩუნებს. განა შესაძლებელია ასეთ ოჯახში ხანგრძლივა...
link
ჩემი ქმარი ჰოლანდიაში მიდის საცხოვრებლად, მე არ მინდა წასვლა და რა ვქნა?