სინდისი - ციტატები, გამონათქვამები
სინდისი - ციტატები, გამონათქვამები სინდისი, გამონათქვამები, ციტატები
ბოროტი სინდისი ყოველგვარ შეურაცხყოფაზე მეტად შეურაცხყოფს და ყოველგვარ მტანჯველზე მეტად ტანჯავს ადამიანს.
ადამიანურ სინდისს თავისი ხმა აქვს, სამართლიანი შურისგების გარდაუვალობას ულმობლად რომ დაამოწმებს. ამიტომ ადამიანს ცოდვაში ბედნიერების პოვნა არ შეუძლია. ჯოჯოხეთურ ტანჯვას არა მხოლოდ შეახსენებს მას სინდისი, არამედ სევდისა და სიბნელის... იხილეთ სრულად
ადამიანს აქვს სინდისი. სინდისი სულ პირველი წმინდა წერილია, ღმერთის მიერ პირველქმნილ კაცთათვის მიცემული. ჩვენ “ვიღებთ” სინდისს მშობლებისაგან, როგორც ფოტო ასლს. როგორც არ უნდა ახშობდეს ადამიანი თავის სინდისს, ის შიგნიდან ყოველთვის ა... იხილეთ სრულად
სხვაა მონანულის სიმდაბლე, რომელიც მწუხარებითაა სავსე და სხვაა სინდისის ქენჯნა მათი, ვინც ჯერ კიდევ ცოდვაშია და სულ სხვაა, ნეტარი და მდიდარი სიმდაბლე, რომელიც ღვთის განსაკუთრებული განგებულებით მკვიდრდება სრულქმნილებაში.
იცით ეს გამოთქმა: “ფული სინდისს აფუჭებს”? ერთობ სწორი აზრია! ფული ზნეობას უკლავს ადამიანს, სინდისის გაყიდვის საშუალებას აძლევს. ეს სამყაროს შექმნის დროიდან ასეა. თუმცა შორს რად წავიდეთ, განა იუდამ არ გაყიდა ქრისტე ოცდაათ ვერცხლად?... იხილეთ სრულად
ვინ არის ჩვენ შორის მართალი და ვინ არ იტანჯება სულიერი შიმშილით? მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვჩქარობთ ამ შიმშილის დაოკებას, რადგან სულიერი შიმშილის გრძნობა დაგვიჩლუნგდა, ისევე როგორც ხორციელი შიმშილის გრძნობა უჩლუნგდებათ მძიმე ავადმყოფ... იხილეთ სრულად
სინდისის წესად დაიდგინე, რომ არასოდეს არავისზე ცუდი არ თქვა. თუ არ შეგიძლია, სხვას წინ აღუდგე ავსიტყვაობაში, მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში, შენი მდუმარებით მაინც უჩვენე, რომ არავითარ მონაწილეობას არ იღებ მის ავსიტყვაობაში.
უმჯობესია, სხეულის ათასი მორთულობა დაკარგო, ვიდრე ყოვლისმხილველის წინაშე სულისა და სინდისის თუნდაც უმცირესი ლაქით წარსდგე.
გაცილებით ადვილია, გადაიტანო უბედურება, ვიდრე მათი მიზეზი იყო. სუფთა სინდისის მქონე ადამიანი იტანჯება, მაგრამ მისი სულის სიმშვიდე დარღვეული არაა; ადამიანი, რომელიც სხვას ბოროტებას უკეთებს, საკუთარ თავში ატარებს ბოროტებას. ეს მოსვე... იხილეთ სრულად