სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები
სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები სიმდიდრე, გამონათქვამები, ციტატები
მდიდარი გაწყენინებს და თავადვე დაგემუქრება; ღატაკს აწყენინებენ და თვითონ უნდა იყოს დამცირებული.
თითქმის ყველა მდიდარი ან თავად არის უსამართლო ადამიანი, ან - უსამართლოს ნაშიერია.
არ შეიძლება ქრისტესადმი მსახურება მამონისადმი, ანუ სიმდიდრისადმი მსახურებას შევუთავსოთ (მთ. 6, 25).
როგორც იუდამ გაყიდა ქრისტე 30 ვერცხლად, ასევე მრავალი ადამიანი ქრისტეს მადლს ხრწნად სიმდიდრეზე ყიდის.
როგორც ესავმა გაყიდა პირველობა საჭმელზე, ასევე მრავალნი ქრისტეს მიერ აღთქმულ სასუფეველს დროებით საგანძურზე ყიდიან.
სიმდიდრე არის ღვთისაგან მოცემული დიდი ნიჭი, რომელი კაცმა უნდა მოიხმაროს ღვთის მსახურებისათვის და მოყვასთა თვისთა ბედნირებისათვის.
ვინ ამბობს ძმო ჩემო, რომ მეცადინეობა სიმდიდრის მოგებისათვის იყოს ცოდვა; გარნა კაცმან გული თვისი არ უნდა შესწიროს სრულიად სიმდიდრესა. გული შენი, ძმაო, უნდა იყოს ტაძარი სულის წმიდისა.
როდესაც კაცი უმეტესსა მეცადინეობასა და ზრუნვასა მოიხმარს სოფლისა ამის სიმდიდრის და წარმატების მოგებისათვის, მაშინ არ არის საკვირველი, რომ სიტყვა ღვთისა უნაყოფო იქნება გულსა შინა მისსა.