82. ზოგიერთები ამბობენ, რომ ქმნილებებში ბოროტება არ იქნებოდა, რომ არა გარკვეული გარეგანი ძალა, რომელიც ბოროტებისაკენ გვიბიძგებს. მაგრამ ეს ძალა სხვა არაფერია, თუ არა ჩვენივე დაუდევრობა იმაში, რომ გონება ბუნებრივად მოქმედებდეს. ამი...
იხილეთ სრულად
82. ზოგიერთები ამბობენ, რომ ქმნილებებში ბოროტება არ იქნებოდა, რომ არა გარკვეული გარეგანი ძალა, რომელიც ბოროტებისაკენ გვიბიძგებს. მაგრამ ეს ძალა სხვა არაფერია, თუ არა ჩვენივე დაუდევრობა იმაში, რომ გონება ბუნებრივად მოქმედებდეს. ამიტომ ვინც ამაზე ზრუნავს, ყოველთვის სიკეთეს იქმს და არასდროს - ბოროტებას. ამრიგად, აღმოფხვერი დაუდევრობა და, ამასთან ერთად, მოაშთობ ბოროტებასაც, რაც ზრახვათა უკეთური გამოყენებაა და რომელსაც საგნების ბოროტი გამოყენება ახლავ...
77. ცოდნა თავისი ბუნებით, ჯანმრთელობის მსგავსად, სიკეთეა. მაგრამ ბევრს ამის საპირისპირომ მოუტანა სარგებლობა, რადგან ბოროტთათვის ცოდნას სიკეთე არ მოაქვს, თუმცა, როგორც ითქვა, ის თავისი ბუნებით სიკეთეა. მსგავსად ამისა, მათთვის არასა...
იხილეთ სრულად
77. ცოდნა თავისი ბუნებით, ჯანმრთელობის მსგავსად, სიკეთეა. მაგრამ ბევრს ამის საპირისპირომ მოუტანა სარგებლობა, რადგან ბოროტთათვის ცოდნას სიკეთე არ მოაქვს, თუმცა, როგორც ითქვა, ის თავისი ბუნებით სიკეთეა. მსგავსად ამისა, მათთვის არასასიკეთოა ჯანმრთელობაც, სიმდიდრეც, სიხარულიც, რამეთუ ამათ ისინი მათდა სასიკეთოდ ვერ იყენებენ. ასეთთათვის ამათი საწინააღმდეგოა სასარგებლო და შესაბამისად ეს (ე.ი. საწინააღმდეგო) აღნიშნული შემთხვევაში არაა ბოროტება, თუმცა კი ...
76 აღნიშნულ შემთხვევათაგან ზოგი იმის გამო ხდება, რაც სულშია, ზოგი - იმის გამო, რაც სხეულშია, ზოგიც - იმის გამო, რაც სხეულის მახლობლადაა. სულში ცოდნა და უმეცრება, ხსოვნა და გულმავიწყობა, სიყვარული და სიძულვილი, შიში და სიმამაცე, სი...
იხილეთ სრულად
76 აღნიშნულ შემთხვევათაგან ზოგი იმის გამო ხდება, რაც სულშია, ზოგი - იმის გამო, რაც სხეულშია, ზოგიც - იმის გამო, რაც სხეულის მახლობლადაა. სულში ცოდნა და უმეცრება, ხსოვნა და გულმავიწყობა, სიყვარული და სიძულვილი, შიში და სიმამაცე, სიხარული და მწუხარებაა და სხვა; სხეულში განსვენება და დაღლილობა, მგრძნობიარობა და გრძნობათა მოდუნება, ჯანმრთელობა და ავადმყოფობა, სიცოცხლე და სიკვდილია და მისი მსგავსნი; ის რაც სხეულის მახლობლადაა შვილიერება და უშვილობა, ს...
70. სულის გულისთქმის ნაწილის ხშირი აღგზნება სულში ავხორცული საქმეებისადმი დაუძლეველ მიდრეკილებას წარმოშობს, ხოლო გულისწყრომის ხშირი აღშფოთება, გონებას ალაჩრებს და გამბედაობას ართმევს. პირველს კურნავს ხანგრძლივი ღვაწლი მარხვაში, მღ...
იხილეთ სრულად
70. სულის გულისთქმის ნაწილის ხშირი აღგზნება სულში ავხორცული საქმეებისადმი დაუძლეველ მიდრეკილებას წარმოშობს, ხოლო გულისწყრომის ხშირი აღშფოთება, გონებას ალაჩრებს და გამბედაობას ართმევს. პირველს კურნავს ხანგრძლივი ღვაწლი მარხვაში, მღვიძარებასა და ლოცვაში; მეორეს - სიკეთე, კაცთმოყვარეობა, სიყვარული და მოწყალება.
49. ყველას, ვისაც შეურაცხმყოფელისა არც შურს, არც ურისხდება, არც ძვირად იხსენიებს, ბოროტებაზე ბოროტებით არ პასუხობს, ჯერ კიდევ არ გააჩნია მისდამი სიყვარული, რამეთუ მას შეუძლია, მცნების თანახმად, სიყვარულის გარეშეც არ მიაგოს ბოროტებ...
იხილეთ სრულად
49. ყველას, ვისაც შეურაცხმყოფელისა არც შურს, არც ურისხდება, არც ძვირად იხსენიებს, ბოროტებაზე ბოროტებით არ პასუხობს, ჯერ კიდევ არ გააჩნია მისდამი სიყვარული, რამეთუ მას შეუძლია, მცნების თანახმად, სიყვარულის გარეშეც არ მიაგოს ბოროტებას ბოროტებით. საკუთარი თავის იძულების გარეშე კი, არც ისე ადვილია, ბოროტებას სიკეთით უპასუხო, იმიტომ რომ კეთილგანწყობით მოძულეთადმი სიკეთის ქმნა მხოლოდ სრულყოფილი სულიერი სიყვარულის მქონეთა თვისებაა.
37. როცა გაიგონებთ წმიდა წერილის სიტყვებს: "რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ" (რომ.2,6.), გახსოვდეთ, რომ ღმერთი სიკეთით მოგაგებთ არა იმისათვის, რაც უკეთური განზრახვით კეთდება, თუმცა, შეიძლება, ის სიკეთედ გეჩვენებოდეთ...
იხილეთ სრულად
37. როცა გაიგონებთ წმიდა წერილის სიტყვებს: "რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ" (რომ.2,6.), გახსოვდეთ, რომ ღმერთი სიკეთით მოგაგებთ არა იმისათვის, რაც უკეთური განზრახვით კეთდება, თუმცა, შეიძლება, ის სიკეთედ გეჩვენებოდეთ, არამედ სწორედ კეთილი განზრახვით ქმნილის გამო. რამეთუ ღვთის მსჯავრი ხედავს არა მხოლოდ იმას, რა კეთდება, არამედ განზრაზვას, რომლითაც კეთდება.
35. ადამიანურ ქმედებათა შორის ბევრი სიკეთეა თავისთავად, მაგრამ რაღაც მიზეზით უკეთურებად იქცევა. მაგალითად, მარხვა და მღვიძარება, ლოცვა და ფსალმუნება, მოწყალება და უცხოთა შევრდომა, თავისთავად კეთილი საქმეებია, მაგრამ როცა ყოველივე ...
იხილეთ სრულად
35. ადამიანურ ქმედებათა შორის ბევრი სიკეთეა თავისთავად, მაგრამ რაღაც მიზეზით უკეთურებად იქცევა. მაგალითად, მარხვა და მღვიძარება, ლოცვა და ფსალმუნება, მოწყალება და უცხოთა შევრდომა, თავისთავად კეთილი საქმეებია, მაგრამ როცა ყოველივე ამას პატივმოყვარეობის გამო აკეთებენ, მაშინ უკვე აღარაა სიკეთე.
34. სათნოებებში ღვაწლისათვის ჯილდოა უბიწოება და ცოდნა. როგორც ესენია ჩვენთვის ცათა სასუფევლის მიზეზი, ასევე ვნებები და უცოდინრობა - ჯოჯოხეთის ტანჯვათა. ამიტომ, ვინც მათ ამქვეყნიური დიდებისათვის ეძიებს და არა იმისათვის, რომ ეს სიკე...
იხილეთ სრულად
34. სათნოებებში ღვაწლისათვის ჯილდოა უბიწოება და ცოდნა. როგორც ესენია ჩვენთვის ცათა სასუფევლის მიზეზი, ასევე ვნებები და უცოდინრობა - ჯოჯოხეთის ტანჯვათა. ამიტომ, ვინც მათ ამქვეყნიური დიდებისათვის ეძიებს და არა იმისათვის, რომ ეს სიკეთეა, წმინდა წერილი ეუბნება: "ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ" (იაკ. 4,3).
32. სიკეთისაკენ სამი საწყისი გვიბიძგებს: ბუნებით მონიჭებული სიკეთე, წმინდა ძალნი და კეთილი ნება. ბუნებით მინიჭებული სიკეთეა, როცა, მაგალითად, ისე ვექცევით ადამიანებს, როგორც გვსურს, ჩვენ გვექცეოდნენ. ანდა როცა ადამიანს სივიწროვესა...
იხილეთ სრულად
32. სიკეთისაკენ სამი საწყისი გვიბიძგებს: ბუნებით მონიჭებული სიკეთე, წმინდა ძალნი და კეთილი ნება. ბუნებით მინიჭებული სიკეთეა, როცა, მაგალითად, ისე ვექცევით ადამიანებს, როგორც გვსურს, ჩვენ გვექცეოდნენ. ანდა როცა ადამიანს სივიწროვესა და უპოვარებაში მყოფს ვხედავთ და ბუნებრივად ვიბრალებთ მას. წმინდა ძალთაგან არის სიკეთე, როცა კეთილი საქმისადმი ჩვენი სწრაფვისას ჩვენს თავში კეთილ შემწეს აღმოვაჩენთ და წარმატებას მივაღწევთ. და ბოლო, კეთილი ნებაა, როცა გან...
17. და კვლავ, ბოროტებაა ხილულ საგნებზე ცოდვილი მსჯელობა, რომელსაც თან ახლავს მათი არასწორი გამოყენება. ამგვარად თუ ვიმსჯელებთ, ქორწინებისდმი მართებული დამოკიდებულება მის მიზნად შვილთა სხმას სახავს. მაგრამ ვინც ამაში მხოლოდ ავხორცუ...
იხილეთ სრულად
17. და კვლავ, ბოროტებაა ხილულ საგნებზე ცოდვილი მსჯელობა, რომელსაც თან ახლავს მათი არასწორი გამოყენება. ამგვარად თუ ვიმსჯელებთ, ქორწინებისდმი მართებული დამოკიდებულება მის მიზნად შვილთა სხმას სახავს. მაგრამ ვინც ამაში მხოლოდ ავხორცულ ტკბობას გულისხმობს, ის განსჯაში ცდება. ბოროტებას სიკეთედ რაცხს და ბოროტად იყენებს მას. ასე უნდა განვიხილოთ სხვა საგანთა გააზრებაცა და მათი გამოყენებაც.