განა ამპარტავნებისა და ჯანყის გამო არ განიდევნენ ღვთისგან ლუციფერი და ადამი? ხოლო ღვთისმშობლის სიმდაბლემ: „აჰა მხევალი უფლისა; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!“ (ლუკ. 1, 38) და ქალწულისგან შეურევნელად შობილმა ღვთის ძემ, რომელმაც აღას...
იხილეთ სრულად
განა ამპარტავნებისა და ჯანყის გამო არ განიდევნენ ღვთისგან ლუციფერი და ადამი? ხოლო ღვთისმშობლის სიმდაბლემ: „აჰა მხევალი უფლისა; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!“ (ლუკ. 1, 38) და ქალწულისგან შეურევნელად შობილმა ღვთის ძემ, რომელმაც აღასრულა და გვასწავლა უკიდურესი მორჩილება, არ აცხონა ადამი? უფალმა თქვა: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი" (მათ. 11, 29).
თუკი გვსურს, რომ იესომ ჩვენს გულებში დაიმკვიდროს, გვიყვარდეს და დავმდაბლდეთ ისე, როგორც ქრისტე; მას ჩვენი ქედმაღლობით ნუღარ დავამწუხრებთ. ნუღარ გავაკრავთ ჯვარზე ძმური სიყვარულისგან დაცლილი ნათქვამითა და ქცევით; ნუღარ გავამწარებთ უ...
იხილეთ სრულად
თუკი გვსურს, რომ იესომ ჩვენს გულებში დაიმკვიდროს, გვიყვარდეს და დავმდაბლდეთ ისე, როგორც ქრისტე; მას ჩვენი ქედმაღლობით ნუღარ დავამწუხრებთ. ნუღარ გავაკრავთ ჯვარზე ძმური სიყვარულისგან დაცლილი ნათქვამითა და ქცევით; ნუღარ გავამწარებთ უტკბესი იესოს წმინდა გულს!
მოდით, შვილებო, თავი დავიმდაბლოთ ჩვენთვის დამდაბლებული უფლისთვის. რა დიდი სიმდაბლე გვიჩვენა უფალმა, როცა ჯვარს ეცვა! ჩვენ კი, ბუნებით მდაბლებს, არ გვსურს თავი მოვუდრიკოთ ძმას და მხოლოდ საკუთარი ნების აღსრულება გვინდა?
როცა ვმრისხანებთ, ან გულისწყრომა დაგვეუფლება, როცა განვიკითხავთ ან ვურჩობთ, ცხადია, რომ შესაბამისი ამპარტავნება და ეგოიზმი გვაქვს. თუ სიმდაბლის გზაზე წარმატებით ვივლით, მაშინ ეგოიზმის ბოროტი ნაშიერები უკან დაიხევენ.