იესოს ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
იესოს ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები იესოს ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები
ლოცვა ზეციური ნათელია და ვისაც შინაგანი ლოცვა აქვს ან ბაგეებით ლოცულობს, მის გულში ლოცვისგან მომდინარე ნათელი იფრქვევა. იგი ანათლებს ადამიანს, თუ როგორ იფიქროს და ეშმაკის მახეებისგან როგორ დაიცვას თავი.
მუდმივად იმეორე იესოს ლოცვა; ის ყველაფერს გამოასწორებს, რადგან ვინც ლოცულობს, ნათლდება, ხოლო მას, ვინც ჩემსავით ზარმაცობს ლოცვაში, გონება უბნელდება.
იღაღადეთ ღვთის სახელი. ღმერთი მზადაა შეეწიოს ყველას, ვინც ითხოვს. ნუ გავიწყდებათ იესოს ლოცვა.
მუდამ გახსოვდეს იესო, რომ ყოველი უძლურების შესაბამისი წამალი იპოვო. გტკივა? იესოს მოხმობით შვებას იგრძნობ და განათლდები. დამწუხრებული ხარ? იესოს უხმე და დაინახავ, რომ შენი გულის კამარაზე ნუგეში ამობრწყინდება.
შვილებო, იღვაწეთ იესო ქრისტეს მაცხონებელი და წმინდა ლოცვით, რომ ნათელს ასხივებდეთ და განიწმინდოთ. ჩემთვისაც ილოცეთ, უდებისა და ცოდვილისთვის, რომ შემიწყალოს ღმერთმა მეც, მრავალი ცოდვისა და უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე.