განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები
განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები განკითხვა, გამონათქვამები, ციტატები
"არა განიკითხოთ..." ერთხელ წმიდა ვიტალი, რომელმაც თავისი დარიგებებითა და სათნო ცხოვრებით მრავალი მეძავი პატიოსანი ცხოვრებისკენ მოაქცია, გამთენიისას სამეძავო სახლიდან გამოდიოდა. მას შემოხვდა ახალგაზრდა, რომელიც შესაცოდად მეძ... იხილეთ სრულად
543. ძმებმა, რომელთაც თავშეკავება სურდათ, ჰკითხეს აბბას, დართავდა თუ არა ის მათ ტრაპეზიდან ძმებზე ადრე ადგომის ნებას, ვინაიდან, დარჩენის შემთხვევაში, ძალები არ ჰყოფნიდათ სტომაქის დასამარცხებლად. როდესაც აბბამ მათ ნება დართო, ზოგიერთებმა ვერ გააცნობიერეს აქედან გამომდინარე სარგებელი და დაბრკოლდნენ, რის გამოც განიკითხეს ისინი და იმავე ბერს შეკითხვა გაუგზავნეს ამის თაობაზე იხილეთ სრულად
450. როდესაც ვხედავ, რომ ვინმე შეუფერებლად იქცევა, შემიძლია თუ არა მის შეუფერებელ საქციელზე მსჯელობა? და როგორ გავექცე აქედან გამომდინარე მოყვასის განკითხვას?
თავი ანებე მოყვასის განსჯასა და განკითხვას და რაც სიწმიდეთ საგმობელი აზრები დაგებადება თავში. ნუ იფიქრებ, რომ დამნაშავე ხარ ავი ფიქრების გამო, თუ თავად გულისთქმით არ ეთანხმები ამ აზრებს და არ გსურს მათი წვევა, მაშინ ისინი ავ სულებ... იხილეთ სრულად
რომელ ბოროტებაზე საუბრობენ ადამიანები განსაკუთრებული კმაყოფილებით? სხვის ცოდვებსა და საკუთარ წარმატებებზე.
ნუ დაივიწყებთ რა დიდი ცოდვაა ავადხსენება და განკითხვა მოყვასისა და გახსოვდეთ მაცხოვრის სიტყვები: „ნამეტნავისაგან გულისა იტყვიან ბაგენი“.
თუკი ისეთი ცოდვისათვის გაგკიცხავენ, რომელიც არ ჩაგიდენია, თავმდაბლად და მორჩილად მიიღე გამკიცხველის საყვედური, და მაშინ უხრწნელ გვირგვინს დაიუფლებ.
ბოროტადმეტყველ კაცს განუკითხველი არავინ დარჩება, რას არ დააბრალებს იგი სხვას და რაში არ შეეპარება ეჭვი! თუ ნახა, რომ ვინმე ყოველდღე დადის ეკლესიაში და ყოველდღე ევედრება ღმერთს, იტყვის, ფარისეველიაო; თუ ნახა, რომ ყოველთვის არ დადის... იხილეთ სრულად