გული - ციტატები, გამონათქვამები
გული - ციტატები, გამონათქვამები გული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ნუ მიაჯაჭვავ შენს გულს მიწიერ ცხოვრებას, იმიტომ, რომ იგი ხანმოკლე და არარაობაა მომავალ, მარადიულ ცხოვრებასთან შედარებით; იმისთვისაც, რომ მისი ეს მოკლე დინება მხოლოდ სიხარულით არაა აღსავსე, არამედ - მწუხარებებით, ზღვის ტალღების მსგ... იხილეთ სრულად
ჩვენი მოვალეობაა, მთელი ცხოვრება ისე გავატაროთ, რომ როდესაც ამ ცხოვრებიდან გაგვიხმობენ, დაუყოვნებლივ ვთქვათ: "ჩემი გული მზად არის"
ნუ მიეჯაჭვება შენი გული სასტუმროს - მიწიერი მოგზაურობის ჟამს. არცერთი კეთილგონიერი ადამიანი სახლს გზაზე არ ააშენებს.
ვინც უდაბნოსა და მდუმარებაში ცხოვრობს, ის სამი განსაცდელისგან თავისუფალია: სმენის, ენისა და მზერისგან; მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს - საკუთარი გულისგან
თუ შენს გულს ხორციელი სილამაზე ხიბლავს, წარმოიდგინე, როგორი გახდება იგი ხრწნის შედეგად და დამშვიდდები.
ბუნებაზე დამკვირვებელთა აზრით, მტრედები განეშორებიან უწმინდურ ადგილს, ფუტკრებიც ვერ ჩერდებიან კვამლთან; ასევე ღვთის მადლი განეშორება იმ გულს, რომელშიც უწმინდური ზრახვებია და ასე ვთქვათ, ცუდი აზრები ბოლავს.
ყრმისთვის მხოლოდ გონების განვითარებაზე ზრუნვა და მისთვის შერყვნილი გულის გამოუსწორებლობა ნიშნავს იმას, რომ დახელოვნებულ ბოროტმოქმედს ხელში მჭრელი მახვილი მისცე. უმეცრებას რელიგიის გარეშე თავისი სიბრიყვით ნაკლები ბოროტების გაკეთება... იხილეთ სრულად
რა სარგებელია, თუ ბავშვები მთელ ცხოვრებისეულ სიბრძნეს შეითვისებენ, ზუსტად შეიტყობენ მაღალი საზოგადოების ყველა წეს-ჩვეულებას, თავიანთი სიმარჯვისა და გონებამახვილობის წყალობით ხმამაღალ ქებას დაიმსახურებენ და ყოველივე ამასთან ერთად, ... იხილეთ სრულად
გახსოვდეს, რომ ღმერთი გულთამხილავია, გულს უყურებს და მოუწოდე მას შენს გულში. ამაზე წმიდა წერილში ნათქვამია: "დახურე კარები შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ დაფარულად". მოკუმე ბაგეები და ილოცე მასზე შენს გულში, რამეთუ ვინც ბაგეებ... იხილეთ სრულად
ვინ სძლია ხორცს? მან, ვინც გული შეიმუსრა. და ვინ შეიმუსრა გული? მან, ვინც უარყო საკუთარი თავი.
რადგან, როგორ არ ექნება გულის შემუსვრილება მას, ვინც თავისი ნება მოაკვდინა.