ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები ბოროტება, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენს მიერ ჩადენილი ყოველი ბოროტება ცოდვაა. იგი ღვთისა და თვით ჩვენი თავის საწინააღმდეგო მოქმედებაა, ყოფის არყოფნად გარდაქმნაა, ჩვენი ბუნების დამახინჯებაა, ჩვენი დამაქცეველი ძალაა; ესაა მსვლელობა დამღუპველი მიზნისაკენ.
აღდგომა ქრისტესი სიცოცხლის გამარჯვებაა სიკვდილზე. აღდგომა ქრისტესი სიკეთის გამარჯვებაა ბოროტებაზე.
რთულია პიროვნების სულიერი სამყარო, მასში ორი ძალა მოქმედებს: სიკეთისა და ბოროტებისკენ მიმართული. მოციქული პავლე გრძნობდა რა შინაგან გაორებას, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერდა: "რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი, რამეთუ არა რომელი-იგი მე ... იხილეთ სრულად
ძალები სიკვდილისა ძლიერია, ხოლო სიცოცხლისა და სიყვარულისა - უძლიერესი. ბოროტების სიმტკიცე მოჩვენებითია, უძლურია სიკეთის წინაშე.
ბოროტება სიკეთის ნაკლებობა კი არ არის მხოლოდ, არამედ მისდამი სრული დაპირისპირება, არა ნაწილობრივი დარღვევა კანონისა, არამედ მთლიანად უარყოფა მისი.
"ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5,12), - წერს პავლე მოციქული. ყოველივე დამოკიდებულია ამქვეყნად ადამიანის თავისუფალ ... იხილეთ სრულად
წმიდა დიონისე წერს: "ბოროტსა არარაისა ძალუძს ქმნა, მხოლოდ ნგრევა და რღვევა არსებულისა". ამიტომაც დიდი შეცდომაა მასში რაიმე მნიშვნელოვანის ანდა შემოქმედებითი საწყისის დანახვა. ბოროტება არაფერს არ ქმნის, იგი არღვევს მხოლოდ.
ესა თუ ის არსება ან საგანი ბოროტად იქცევა მისი არასწორი გამოყენების გამო. ამდენად, ყოველი ბოროტება ბოროტმოქმედებისაგან მომდინარეობს. ბოროტება ცოდვაა, სიკეთის ნაკლებობაა.
წმიდა მამების განმარტებით, ბოროტება არ არსია, არ წარმოადგენს სუბსტანციას. ადამიანმა ბოროტად გამოიყენა მინიჭებული თავისუფლება და ღვთის მცნების საპირისპირო გზას დაადგა. თავისთავად ბოროტებას არა აქვს თვითმყოფადი სახე. იგი არ არის სულ... იხილეთ სრულად