წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფელი, გამონათქვამები, ციტატები
სულიც და სხეულიც სტუმრები არიან - ერთი ზეციური, მეორე კი - მიწიერი (ეკლ. 12, 7)
ადამიანი ერთი კარით - დაბადებით - ამ სოფელში შემოდის, მეორით კი, ანუ სიკვდილის კარით - მისგან გადის.
არასოდეს უნდა დაგავიწყდეს, რომ ყველანი გზაში ვართ და ჩვენს სამშობლოში ვბრუნდებით, ვინ - მხრებზე შულდაკით, ვინ - ოთხმაგი სიმკვირცხლით, მაგრამ ყველა ერთ კარში შევალთ
ამ სოფელში ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა განუწყვეტელი მოგზაურობა მომავალ ცხოვრებაში.
ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრება იმისთვის მოგვეცა, რომ მომავალი ცხოვრებისთვის მოვემზადოთ.
ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრება არ არის ჭეშმარიტი, ნამდვილი ცხოვრება, რომლისთვისაც შეგვქმნა შემოქმედმა. მომავალ ცხოვრებასთან მიმართებაში ის იგივეა, რაც ჩიტის ცხოვრება კვერცხში, რაც ჩვილის ცხოვრება დედის საშოში.
სამონაზვნო და საერო ცხოვრებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც - ნავსადგურსა და გამუდმებით ქარისგან მღელვარე ზღვას შორის.