ღვთის შიში - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის შიში - ციტატები, გამონათქვამები ღვთის შიში, გამონათქვამები, ციტატები
194. დიახ, როდესაც მავანი ვერ შეძლებს იმას, რომ ქრისტეს მადლით მოიპოვოს ჭეშმარიტების ცოდნა და ღვთის შიში, იგი არა მხოლოდ ვნებებისგან, არამედ შემთხვევებისგანაც საშინელ ჭრილობებს მიიღებს.
184. რჯულში კეთილად განსწავლული მოშიშია რჯულმდებლისა და მისდამი მოშიშებით განიდრიკება იგი ყოველგვარი ბოროტებისგან (იგავ. 15.27).
138. ცუდმედიდობა, ვერცხლისმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ შეუბღალავი დარჩეს კეთილი საქმე, თუკი პირველ რიგში მათ არ დასცემს ღვთის შიში.
24. დავითმა, ნაბალ კარმელიელის მოკვლის მოსურნემ, გაიხსენა საღვთო მისაგებელის შესახებ და, უარყო რა განზრახული, მრავალი სამადლობელი აღავლინა (I მფ. თ. 25). ამასთან, ისიც ვიცით, რაოდენი რამ ჩაიდინა მან, როდესაც დაივიწყა ღმერთი, და არ... იხილეთ სრულად
27. თუკი კელინში მჯდომს სამარცხვინო რამ შთაგეთესება გულში, გაფრთხილდი და წინ აღუდექი გაბოროტებას, რათა არ გაბატონდეს იგი შენზე. სცადე გაიხსენო, რომ ღმერთი გაყურადებს შენ და რომ შენი გულის ნაფიქრი გაცხადებულია მის წინაშე. ამიტომაც ... იხილეთ სრულად
25. პირველი სათნოება ესაა უზრუნველობა ანუ სიკვდილი ყველა ადამიანისგან და მათ საქმეთაგან. შემდეგ ამისგან იბადება გულისთქმა ღვთისადმი, რომელიც ჰბადებს ბუნებისეულ მრისხანებას, რაც მტრის ყოველგვარ მცდელობას წინ აღუდგება. მაშინ შიში ღვ... იხილეთ სრულად
152. ღვთის ცოდნა და მისი შიში ნივთის ვნებათა მაკურნებელია, რადგან როდესაც სულთან თანამყოფია უმეცრება ღვთისა, უკურნებლად დარჩენილი ვნებები ალპობს სულს, რომელიც ხანიერი წყლულის მსგავსად ლპება ბოროტების შედეგად, ამაში კი უდანაშაულოა ... იხილეთ სრულად
ქრისტესა და ღმრთისმშობელს სურთ, რომ ჩვენ მუდამ ყურადღებით ვიყოთ და ღმრთის შიში ვიქონიოთ
როგორც ხვრელიდან სახლში შეპარული მზის სხივი ანათებს იქაურობას ისე, რომ მცირე მტვერიც კი ჩანს, ასევე ღვთის შიში კაცის გულში შეღწეული მას საკუთარ მცირე და დაფარულ ცოდნებსაც აჩვენებს.