პატივმოყვარეობა სულის სენია. იგი მათ ეუფლება, ვინც დაკარგა უფლის შიში ან არ მოიხვეჭა იგი. სიცოცხლის წიგნში სწერია: "სიბრძნის დასაბამი უფლის შიშია" (იხ. იგავ. 1.7). ბრძენთაბრძენს სამყაროს შემოქმედზე საუბრის წყურვილი ჰკლავს, ხოლო პა...
იხილეთ სრულად
პატივმოყვარეობა სულის სენია. იგი მათ ეუფლება, ვინც დაკარგა უფლის შიში ან არ მოიხვეჭა იგი. სიცოცხლის წიგნში სწერია: "სიბრძნის დასაბამი უფლის შიშია" (იხ. იგავ. 1.7). ბრძენთაბრძენს სამყაროს შემოქმედზე საუბრის წყურვილი ჰკლავს, ხოლო პატივმოყვარეს საკუთარ თავზე.
პატივისა და მთავრობის მოყვარეობა კაცის ბუნებაში ღრმადაა ჩანერგილი. თითქმის ყოველი ხორციელი კაცი ცდილობს, რომ თავისი თავი განასხვავოს, ან აღამაღლოს მოყვასთა შორის, კაცთა ყურადღება მიიზიდოს, საზოგადოებაში გავლენა და მთავრობა მოიპოვო...
იხილეთ სრულად
პატივისა და მთავრობის მოყვარეობა კაცის ბუნებაში ღრმადაა ჩანერგილი. თითქმის ყოველი ხორციელი კაცი ცდილობს, რომ თავისი თავი განასხვავოს, ან აღამაღლოს მოყვასთა შორის, კაცთა ყურადღება მიიზიდოს, საზოგადოებაში გავლენა და მთავრობა მოიპოვოს. არა მხოლოდ ისეთნი პირნი, რომელნიც სულიერითა და ხორციელი ნიჭებით მართლაც შემკულნი არიან, არამედ, რაც უმეტესად საკვირველია, ხშირად თვით უნიჭონი და არაფრით შესანიშნავნი პირნი პატივის მოყვარეებად და მთავრობის მაძიებლებად ...
ნამდვილი ადამიანები ზრუნავენ, რომ მათმა ცხოვრებამ ღირსეული ნაყოფი გამოიღოს და არა მეზობელთა ქება-დიდებისათვის. დიდება ექოს მსგავსად მათი თანმდევია და თუკი ექო ყოველთვის მაინც არ ისმის მიწაზე, იგი უცილობლად ჰპოვებს გამოძახილს ზეცაშ...
იხილეთ სრულად
ნამდვილი ადამიანები ზრუნავენ, რომ მათმა ცხოვრებამ ღირსეული ნაყოფი გამოიღოს და არა მეზობელთა ქება-დიდებისათვის. დიდება ექოს მსგავსად მათი თანმდევია და თუკი ექო ყოველთვის მაინც არ ისმის მიწაზე, იგი უცილობლად ჰპოვებს გამოძახილს ზეცაში. რადგანაც ცხოვრება ნამდვილი ადამიანისა დაკავშირებულია მარადიულობასა და ზეცასთან. როცა ქრისტე სიკეთეს იქმოდა, იგი ხშირად გადაჭრით კრძალავდა ამაზე საუბარს. უფლის წმიდანებმა აითვისეს ეს მეცნიერება და ადამიანურ დიდებას გაუ...
გახსოვდეს, ქრისტიანო, რომ ბეთლემის გამოქვაბული და ბაგა, სადაც იშვა და მიწვენილ იქნა მაცხოვარი ჩვენი, შენი პატივმოყვარეობისა და ძალაუფლებისმოყვარეობის საფლავი უნდა იყოს.
როცა სული მორჩილია და სული ღმრთისაა მასში, მაშინ ადამიანი ნეტარებს სულით ღმერთის სიყვარულში. როცა სული ღმერთის წყალობას გრძნობს, მაშინ არაფრის არ ეშინია, არავითარი მიწიერი უბედურებისა; სურს ყოველთვის იყოს მორჩილი უფლის წინაშე და უ...
იხილეთ სრულად
როცა სული მორჩილია და სული ღმრთისაა მასში, მაშინ ადამიანი ნეტარებს სულით ღმერთის სიყვარულში. როცა სული ღმერთის წყალობას გრძნობს, მაშინ არაფრის არ ეშინია, არავითარი მიწიერი უბედურებისა; სურს ყოველთვის იყოს მორჩილი უფლის წინაშე და უყვარდეს ძმა. თუ სული იპატივმოყვარებს, მაშინ თავდება მისი ზეიმი, რამეთუ მადლი ტოვებს სულს და უკვე ვერ შეძლებს იგი სუფთად ლოცვას, მოდის ცუდი აზრები და იგი ტანჯავს მის სულს.
მიწიერი დიდება სხვა არა არის რა, თუ არა საცთური ჩვენი სულისათვის და ამ ცთუნების შედეგი. ჯერ კიდევ უკმევენ ადამიანები ქების მსხვერპლს მიცვალებულის ნეშტათნ, მაგრამ გავა ერთი დღე და ყველაფერი ქრება. მაგრამ ვის გულს შეუძლია ღმერთის გა...
იხილეთ სრულად
მიწიერი დიდება სხვა არა არის რა, თუ არა საცთური ჩვენი სულისათვის და ამ ცთუნების შედეგი. ჯერ კიდევ უკმევენ ადამიანები ქების მსხვერპლს მიცვალებულის ნეშტათნ, მაგრამ გავა ერთი დღე და ყველაფერი ქრება. მაგრამ ვის გულს შეუძლია ღმერთის განსაკუთრებული შეწევნისა და მადლის გარეშე გულგრილი შეიქმნეს დიდებისმოყვარების მსახვრალი მომხიბლაობის მიმართ? ის იპყრობს ჭაბუკსაც ნათელცისკროვანი მოჩვენებებით, დაფნის გვირგვინით და ხალხის ტაშისკვრით. ის მოხუცსაც იტყუებს საუ...