სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები
სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები სიმდიდრე, გამონათქვამები, ციტატები
ყველაზე ხშირად დიდება ბედნიერებაზე იყიდება, სიამოვნება - ჯანმრთელობაზე, დიდებულთა მოწყალება - დამოუკიდებლობაზე, ფული - სინდისზე. სიმდიდრეს სიმშვიდეს ვწირავთ, პატიოსნებას - სიმდიდრეს, და ისევ სიმშვიდეს - პატიოსნებას.
სიყვარული გამოულეველი საუნჯეა, ვინც ამ საუნჯეს ფლობს, მდიდარია, ვინც არა - ღარიბი.
ბედნიერებას ყოველთვის არ ნიშნავს ის, რომ შენ დიდებული, ცნობილი, მდიდარი და ძლიერი ხარ, ხშირად ეს გამოცდაა შენი ჭეშმარიტი ბედნიერებისთვის.
ნუ მიაჯაჭვავ გულს იმას, რაც ჩრდილივით მსწრაფლწარმავალია, ცვალებადია, როგორც - ღრუბელი, ორთქლივით არამდგრადი, არამუდმივი, როგორც - ქარის სუნთქვა.
როცა სახლის ზღურბლთან ღატაკი მათხოვრის ღარიბულ სამოსს დაინახავ, დაფიქრდი, შეიძლება, ხვალვე მასზე ღატაკი აღმოჩნდე.
ბევრს აქვს სიმდიდრე, მაგრამ არ აბადია ჯანმრთელობა, სიმშვიდე, მშვიდობა და კეთილი სახელი.
სიჩუმის დროს ელოდე ქარიშხალს, ჯანმრთელობის ჟამს - ავადმყოფობას, სიმდიდრისას - სიღატაკეს, სიამოვნებისას - შიმშილს, და თავსდამტყდარი უბედურება ვერ გაგტეხს.