იესოს ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
იესოს ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები იესოს ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები
თუ ადამიანი ლოცულობს, შეუძლებელია, მას ძვირისხსენება ჰქონდეს და ნებისმიერი შეცდომა არ აპატიოს მოყვასს – იესოს ლოცვის ცეცხლთან მიახლოებისას ყველაფერი ფერფლად იქცევა.
როგორც გავარვარებულ რკინას ვერავინ მიეკარება და მოიპარავს, ასევეა ის სული, რომელიც იესოს მხურვალე ლოცვით არის ანთებული. ეშმაკები მას ვერ უახლოვდებიან. რატომ? თუ შეეხებიან, დაიწვებიან იმ ღვთიური ცეცხლით, რომელსაც უფლის სახელი შეიცა... იხილეთ სრულად
იღვაწეთ იესოს ლოცვით, თუ გსურთ, რომ ქრისტე თქვენს სულებში დაემკვიდროს. მაშინ ეს დიდად გამოცდილი მხედართმთავარი ჩვენი თანამებრძოლი გახდება, ჩვენთვის იბრძოლებს და გამარჯვებას მოგვანიჭებს.
ჩემო საყვარელო შვილებო, ჩვენი მოვალეობა და აუცილებელი მოთხოვნაა, მუდამ ჩვენი ტკბილი იესოს უწყვეტი ლოცვით ვიყოთ აღჭურვილნი.
ღვთის სიახლოვეს მყოფი ზნეობრივ გზას არ გადაუხვევს, რადგან ყურადღებით დგამს ყოველ ნაბიჯს; თუმცა, ყურადღების მიუხედავად, ეშმაკი მუდმივად ჩასაფრებულია, რომ სისუსტის მომენტში დაგვიჭიროს და მოტყუებით გადაგვიყვანოს თავის გზაზე, რომელიც ... იხილეთ სრულად
გონიერი ლოცვის მეშვეობით ადამიანის გონება განიღმრთობა და ღვთაებრივი ელვარებით ბრწყინავს.
ეცადე გონებიდან წაშალო შენი წარსული და როცა ის შენს მოსაშთობად აღდგება, უხმე იესოს, რომელიც ყოველთვის მზად არის შეგეწიოს.