განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები
განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები განკითხვა, გამონათქვამები, ციტატები
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა ჩვენი დროისა, დილიდან საღამომდე, განუწყვეტლივ სხვათა ცოდვების განსჯაა. თვით ცოდვილთა მონანიებასაც კი არ ძალუძს, დაადუმოს სხვათა ჭრილობების განახლების მოყვარულთა ბაგენი, კარგი იქნებოდა, მხოლოდ ცოდვათა გა... იხილეთ სრულად
რად შფოთდები, საყვარელო ძმაო, ცილისწამებისათვის შენზედა წყალობით ღმრთისაგან მოვლინებულისა, რად არ შეიწყნარებ ამ დიდებულს ჯილდოს მაცხოვრის მარჯვენისაგან განჩინებულს, რამ დაგავიწყა გზა წმიდანებისა და ვალიცა თანა ნადებისა შენისა, რომ... იხილეთ სრულად
ნურასდროს მიიღებ შენს გულში ცილისწამებას შენი ძმის მიმართ. არამედ გააჩერე განმკითხველი და უთხარი: "დამეხსენ, ძმაო, თავად ყოველდღე უფრო მძიმედ ვსცოდავ, როგორღა უნდა განვიკითხო სხვები?"
ღმრთის განგება მიუწვდომელია ჩვენ ცოდვილთათვის. ვერცერთი გონება ვერ მისწვდება და ნურც ვეცდებით გამოვიძიოთ, თუ ვის როგორ ჯვარს უმზადებს ღმერთი. თუკი ვინმე გაგვკიცხავს და აუგს იტყვის ჩვენზე, ნუ აღვშფოთდებით და ნუ განვიკითხავთ, არამედ... იხილეთ სრულად
თუ არ შეგიძლია, რომ განმკითხველი დაადუმო, მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში მასთან ურთიერთობას მაინც მოერიდე.
როდესაც ვინმე შენი თანდასწრებით მოყვასის განკითხვას დაიწყებს, თავი აარიდე მას. რაც უფრო სწრაფად გააკეთებ ამას, ღვთის წინაშეც და ამ ადამიანთანაც მართალი იქნები.
თუ ძმა მოყვასს შენს წინაშე განიკითხავს, დაუფიქრდი და ნუ გააღიზიანებ მას უფრო მეტად და ნუ ეტყვი - დიახ, ეს ასეა; არამედ ან გაჩუმდი, ან უთხარი მას: მე თვითონაც ცოდვილი ვარ და სხვისი განკითხვა არ შემიძლია. - ამით საკუთარ თავსაც იხსნი... იხილეთ სრულად
როდესაც უფალმა სოდომელთა გოდება მოისმინა, არ დაიჯერა, ვიდრე საკუთარი თვალით არ იხილა (შეს. 18, 20-21); ასევე ყოველთვის არ უნდა დავიჯეროთ მოყვასის ლანძღვა.
განკითხვის მოსმენისას წესად გქონდეს - არ დაიჯერო. როდესაც ერთ ბერთან ვიღაც მივიდა და მეორე ადამიანის შესახებ ცუდის თქმა დაიწყო, მოძღვარმა ჰკითხა: - "საიდან იცი ეს?" მან უპასუხა, ერთმა კეთილმა ადამიანმა მითხრაო. - "არა, ის კეთილი ა... იხილეთ სრულად