ვსთქვათ ვინმე არის შინაური მოსამსახურე, ანუ ყმობით, ანუ ჯამაგირით; შეუძლიან მას ისრე მოიქცეს, რომ მსახურება მისი იყოს ვითარცა მსახურება ღვთისა: უკეთუ იგი არის მართალი და ერთგული მებატონისა, უკეთუ მას უყვარს თვისი ბატონი, ცდილობს მ...
იხილეთ სრულად
ვსთქვათ ვინმე არის შინაური მოსამსახურე, ანუ ყმობით, ანუ ჯამაგირით; შეუძლიან მას ისრე მოიქცეს, რომ მსახურება მისი იყოს ვითარცა მსახურება ღვთისა: უკეთუ იგი არის მართალი და ერთგული მებატონისა, უკეთუ მას უყვარს თვისი ბატონი, ცდილობს მისთვის, ითმენს მისგან სულგრძელად ყოველსა სიტყვასა ანუ გაჯავრებასა, ემსახურება მას ღვთის წინაშე და თავის დავიწყებადმდე, სწორედ მან უარჰყო თავი თვისი, აიღო ჯვარი თვისი და შეუდგა უფალსა; გარნა, უკეთუ იგი არის ორგული და ურწ...
link
ადვილი არ არის აღსრულება ესრეთთა პირობათა; გარნა მაცხოვარმან არა თუ სიტყვით გვითხრა იგინი, არამედ საკუთარი მაგალითი და სახე მოგვცა მას შინა. მან თვით დაივიწყა ჩვენთვის თავი თვისი, მან აიღო მძიმე და საშინელი მისი ჯვარი და აღიტანა ი...
იხილეთ სრულად
ადვილი არ არის აღსრულება ესრეთთა პირობათა; გარნა მაცხოვარმან არა თუ სიტყვით გვითხრა იგინი, არამედ საკუთარი მაგალითი და სახე მოგვცა მას შინა. მან თვით დაივიწყა ჩვენთვის თავი თვისი, მან აიღო მძიმე და საშინელი მისი ჯვარი და აღიტანა იგი გოლგოთას მთასა ზედა და მას ზედა დამსჭვალა ყოველი ამ სოფლის ცოდვა; მაშასადამე, სიტყვით აღგვიხსნის იგი მცნებასა, სახით გვაჩვენებს მისსა აღსრულებასა და ბოლოს სულიერითა შემწეობითა მადლისათა აღგვიმსუბუქებს აღსრულებასა მისს...
link
გარნა ნუ ჰგონებ, ძმაო, რომ მხოლოდ ქრისტეს სჯულის აღსრულება მოითხოვს ჩვენგან შრომასა და მოთმინებასა. არა. თვით იგინიც, რომელნი ღმერთს ივიწყებენ და მხოლოდ ამ სოფლისთვის ზრუნავენ, არ არიან თავისუფალნი ჭირთა და მწუხარებათაგან; მაშასად...
იხილეთ სრულად
გარნა ნუ ჰგონებ, ძმაო, რომ მხოლოდ ქრისტეს სჯულის აღსრულება მოითხოვს ჩვენგან შრომასა და მოთმინებასა. არა. თვით იგინიც, რომელნი ღმერთს ივიწყებენ და მხოლოდ ამ სოფლისთვის ზრუნავენ, არ არიან თავისუფალნი ჭირთა და მწუხარებათაგან; მაშასადამე, უმჯობესი არ არის, ძმაო, ღვთის გულისათვის მოითმინო ჭირი და განსაცდელი, ვიდრეღა უმადურისა ამის სოფლისათვის? ეს სოფელიც არ გიტევებს შენ შეუწუხებლად, ისიც დასდებს მხართა ზედა შენთა თვისსა მძიმესა ჯვარსა; გარნა ზიდვა ჯვა...
link
რა სარგებლობას მისცემს კაცსა ჯვარის ზიდვა? ეს აღგვიხსნა ყოვლად გამოცდილმან ამ საქმეში პავლე (პავლე მოციქულმა), მეტყველმან: „ქრისტესთა მათ (ანუ ქრისტეს მოწაფეთა), ხორცნი თვისნი ჯვარს აცვნეს ვნებითურთ და გულისთქმით“; ანუ სხვაგან: „...
იხილეთ სრულად
რა სარგებლობას მისცემს კაცსა ჯვარის ზიდვა? ეს აღგვიხსნა ყოვლად გამოცდილმან ამ საქმეში პავლე (პავლე მოციქულმა), მეტყველმან: „ქრისტესთა მათ (ანუ ქრისტეს მოწაფეთა), ხორცნი თვისნი ჯვარს აცვნეს ვნებითურთ და გულისთქმით“; ანუ სხვაგან: „ჯვარითა უფლისა იესო ქრისტესითა სოფელი ჩემდამო ჯვარცმულ არს და მე სოფლისა. სოფელი საღვთო წერილში ნიშნავს ყოველსა ცოდვასა და ვნებასა. მაშასადამე, ცოდვა და ვნება კაცის გულში მოისპობა ჯვარის ზიდვითა.
link
თუ პავლესთვის საჭიროდ შერაცხა ღმერთმან ზიდვა ჯვარისა, შენ ვინ ხარ, ძმაო ჩემო, რომ თვინიერ მწუხარებისა ხვიდოდე შემდგომად ქრისტესა და იქმნე მოწაფე მისი? რისთვის განაჩინა ღმერთმან ესრეთ? რისთვის არის რომ მხოლოდ მწუხარებითა და მოთმინე...
იხილეთ სრულად
თუ პავლესთვის საჭიროდ შერაცხა ღმერთმან ზიდვა ჯვარისა, შენ ვინ ხარ, ძმაო ჩემო, რომ თვინიერ მწუხარებისა ხვიდოდე შემდგომად ქრისტესა და იქმნე მოწაფე მისი? რისთვის განაჩინა ღმერთმან ესრეთ? რისთვის არის რომ მხოლოდ მწუხარებითა და მოთმინებითა ძალუძს კაცსა სვლა შემდგომად ქრისტესსა? ეს ღმეთმან კი არ განაჩინა, ძმაო, არამედ თვით ჩვენმა სიცოდვემ და სიბოროტემ. ღმერთმა სამოთხის ცხოვრება და ნუგეში დაუნიშნა კაცსა თვით ამ ქვეყანასა ზედა; გარნა ცოდვამან ჩვენმან და ...
link
წმიდა იყო და სულის წმიდისაგან განათლებული მოციქული პავლე; რაღა საჭირო იყო მისთვის ჯვარის ზიდვა? გარნა რას მოგვითხრობს, იგი ჩვენდა განსაკვირვებლად? მოგვითხრობს, რომ მას სჭირდა ერთი საშინელი სნეულება, რომელი ფრიად სტანჯვიდა სხეულსა ...
იხილეთ სრულად
წმიდა იყო და სულის წმიდისაგან განათლებული მოციქული პავლე; რაღა საჭირო იყო მისთვის ჯვარის ზიდვა? გარნა რას მოგვითხრობს, იგი ჩვენდა განსაკვირვებლად? მოგვითხრობს, რომ მას სჭირდა ერთი საშინელი სნეულება, რომელი ფრიად სტანჯვიდა სხეულსა მისსა. სამჯერ მხურვალედ ევედრა ღმერთსა, რათა განათავისუფლოს იგი მისგან, გარნა რა უპასუხა ღმერთმან? – „საკმაო არს შენდა მადლი იგი ჩემი, რომელი მოგეც; ძალი ჩემი უძლურებასა შინა აღსრულდება“. და ესრეთ არ ისმინა ლოცვა მისი.
link
ღმერთმან ყოველს კაცს თავისი ჯვარი დაუნიშნა: ერთს სიღარიბე, მეორეს სნეულობა; ზოგს სიკვდილი მოყვასთა, სხვას უსამართლოება მსაჯულთა. გარნა თუ კაცმან ჭეშმარიტად უარჰყო თავი თვისი და შეუდგა ქრისტესა, მაშინ არა თუ სიღარიბე და იწროება, არ...
იხილეთ სრულად
ღმერთმან ყოველს კაცს თავისი ჯვარი დაუნიშნა: ერთს სიღარიბე, მეორეს სნეულობა; ზოგს სიკვდილი მოყვასთა, სხვას უსამართლოება მსაჯულთა. გარნა თუ კაცმან ჭეშმარიტად უარჰყო თავი თვისი და შეუდგა ქრისტესა, მაშინ არა თუ სიღარიბე და იწროება, არამედ თვით დიდი პატივი და მაღალი ხარისხიცა გარდაიქცევა მისთვის ჯვარად. რა სახით? ესრეთ, რომელ იგი პატივსა მისსა და დიდსა ხარისხსა მოიხმარს არა თავის განსაცხრომელად და სანუგეშოდ, არამედ ღვთისმსახურებისათვის; იგი შეიყვარებს...
link
ჯვარი, ძმანო ქრისტიანენო, ძველსა დროებასა შინა იყო ის მახვილი, რომლითაცა დასჯიდნენ სჯულის გარდამხდომელთა კაცთა. ჯვარის აღება, ანუ ჯვარის ზიდვა საღმრთო წერილის ენაზედ ნიშნავს ყოველსა მას შრომასა, იწროებასა, ჭირსა და განსაცდელსა, რო...
იხილეთ სრულად
ჯვარი, ძმანო ქრისტიანენო, ძველსა დროებასა შინა იყო ის მახვილი, რომლითაცა დასჯიდნენ სჯულის გარდამხდომელთა კაცთა. ჯვარის აღება, ანუ ჯვარის ზიდვა საღმრთო წერილის ენაზედ ნიშნავს ყოველსა მას შრომასა, იწროებასა, ჭირსა და განსაცდელსა, რომელნი უნდა მოითმინოს ქრისტეს სჯულის აღმასრულებელმან კაცმან.
link
ჩვენ ყოველნი მჭვრეტელნი პატიოსანისა ჯვარისა, ვითარცა მოთმინების და მღვიძარების ნიშანისა, განვაფრთხილებდეთ თავსა ჩვენსა და ვიქმნებოდეთ მხნენი და დაუღონებელნი მარხვასა, ლოცვასა და კეთილსა საქმესა შინა და ესრეთ ვსძლევდეთ ცოდვათა და ნ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ყოველნი მჭვრეტელნი პატიოსანისა ჯვარისა, ვითარცა მოთმინების და მღვიძარების ნიშანისა, განვაფრთხილებდეთ თავსა ჩვენსა და ვიქმნებოდეთ მხნენი და დაუღონებელნი მარხვასა, ლოცვასა და კეთილსა საქმესა შინა და ესრეთ ვსძლევდეთ ცოდვათა და ნაკლულევანებათა ჩვენთა, ვითარცა მაცხოვარმან ჰსძლო ჯვარითა თვისითა ცოდვა, სიკვდილი და ჯოჯოხეთი. "რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავ თავი თვისი და შემომიდეგინ მე".
link
26. ადამიანი გაჭირვებით იცავს მისთვის ბუნებრივს, ქრისტე კი ჯვრის მიერ ღვთისშვილობას ანიჭებს მას.