ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
უფლისთვის ცალკეული ადამიანი არანაკლებ ღირებულია, ვიდრე ქვეყნები და ერები, რამეთუ თითოეული სულის ცხონება მისი კეთილი ნებაა.
ღმერთმა ადამიანი არა დასაღუპავად, ცხონებისათვის შექმნა. არსებობს კი ისეთი მებაღე, ვისაც უნდა, რომ მისმა ნერგმა არ გაიხაროს და ნაყოფი არ გამოიღოს? უფლის ნებაა, რომ ყველა ადამიანმა შეინანოს და ბოროტს გაემიჯნოს.
ღმერთი მხოლოდ მათთან სუფევს, ვისაც გული აქვს შემუსვრილი და სული დამდაბლებული. მხოლოდ მას გამოუცხადებს სამყაროს საიდუმლოებასა და წმინდა წერილის სულიერ სიღრმეებს, ამისთვის ამქვეყნიურ მოვლინებებსა და კატეგორიებს იყენებს.
მოციქულები არ მსჯელობდნენ ისე, როგორც ამასოფლის ბრძენნი ან ფილოსოფოსნი, მით უფრო ისე არა, როგორც თეორეტიკოსები, ჰიპოტეზებს რო ქმნიან. მათ გვახარეს ის, რისი მოწმენიც გახდნენ. სიმართლე რო ითქვას, ჭეშმარიტება მათ კი არ პოვეს, ჭე... იხილეთ სრულად
ღმერთი არსებით ერთია და მაინც არ არის ერთი - სამპიროვანი ერთარსებაა. იგი ყოველი ადამიანის პირად დრამას თანაუგრძნობს და ამავე დროს მთელი სამყაროს ღმერთად რჩება. მას შეუძლია ტანჯვა განიცადოს და მაინც სრულყოფილი დარჩეს, იგი ყველგანმყ... იხილეთ სრულად
სიყვარული მრავალგვარად განისაზღვრება. მის შესახებ მსჯელობენ ღვთისმეტყველნი, ფილოსოფოსნი, მწერლები, სოციოლოგები... ცნობილია, თუ როგორ ვლინდება იგი ჩვენში, გარემო სამყაროში, მაგრამ კითხვას: კონკრეტულად რა არის სიყვარული? - დღემდე ვე... იხილეთ სრულად
მხოლოდ ღმერთია მსოფლიოსა და კაცთა მკურნალი და მხსნელი, მხოლოდ მისი შეწევნით შეიძლება შინაგანი წინააღმდეგობის ძლევა, მშვიდობის დამყარება საკუთარ თავთან, მოყვასთან და ხალხთან ურთიერთობის მაღალი კულტურის მიღწევა, რაც აზრთა შემთხვევით... იხილეთ სრულად
საეკლესიო მწერალთა და ღვთისმეტყველია აზრით, ბოროტება არ არის საწყისი, თანაარსი სიკეთისა, იგი არარსია, უარყოფა ან ნაკლოვანება სიკეთისა, რამეთუ თავად ყოვლის მიზეზი, შემოქმედი, არის სრული სიკეთე, მშვენიერება და სიყვარული.
მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ (იოანე 8,12) - ბრძანებს მაცხოვარი. საოცარი სიტყვებია. ისინი მიუთითებენ იესო ქრისტეს მხოლოობასა და განუმეორებლობაზე, მის ძალაუფ... იხილეთ სრულად
მთავარი, რაც ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მოუტანა, არის ადამიანის შინაგანი გარდაქმნა, ახალი ქრისტესმიერი ცხოვრება, იესო ქრისტემ თავისი პიროვნებით ჩვენ დაგვანახა ღმერთი, ღმერთი, რომელიც ადამიანისთვის მახლობელი და ძვირფასი შეიქმნა და ამ... იხილეთ სრულად