მცნებები, მცნებათა დაცვა - ციტატები, გამონათქვამები
მცნებები, მცნებათა დაცვა - ციტატები, გამონათქვამები მცნებები, მცნებათა დაცვა, გამონათქვამები
ნუ იფიქრებ, რომ მცნებების აღსრულება შეუძლებელია, ახლა მრავალნი აღასრულებენ მათ
ვინც სათნოების გაკვეთილებში განისწავლება და არ აღასრულებს მათ, ჰგავს ადამიანს, რომელიც ხნავს, მაგრამ თესვა ავიწყდება.
ჩვენი რწმენის დამაბრკოლებელი არის ცოდვა და არა ლოგიკა. თუ ურწმუნოს ურჩევ, ნახევარი წელიწადი იცხოვროს სახარებისეული მცნებებით და დაგთანხხმდა, ის თავადაც ვერ მიხვდება, ისე გახდება მორწმუნე.
რწმენა, ღვთისმოშიშება და მცნებათა აღსრულება სიწმიდის შესაბამისად დაგვამწყალობებს. განწმედილნი ღვთისმოსაობიდან ღვთის სიყვარულამდე ვმაღლდებით. ოდეს ღვთისმოშიშება ღვთის სიყვარულში გადაიზრდება. აი, მაშინ ჩაგვესმის საღვთო ხმა: "ვისაც ჩ... იხილეთ სრულად
ვიღაცამ უთხრა ამბა აღათონს: მე მომეცა მცნება, მაგრამ მცნების აღსრულება მწუხარებასთან არის შერწყმული: ისიც მინდა, რომ აღვასრულო და მწუხარებისაც მეშინია. ბერმა უპასუხა: "რომ შეგძლებოდა, სიყვარული გქონოდა, მცნებებს შეასრულებდი და მწუ... იხილეთ სრულად
ღვთის წინაშე შიში არის სათავე და ფესვი ადამიანური კეთილზნეობისა; არა ის შიში, რომელიც გულიდან შიშის საგნისადმი სიყვარულს დევნის, არამედ შიში იმისა, რომ არ შეურაცხყო სიყვარულით აღსავსე უფალი - მისი მცნებების დარღვევით.
ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხ... იხილეთ სრულად
ნება ღმრთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად მისი სჯული და მცნებანი კეთილად აღვასრულოთ და მომავალ საუკუნეში (ცხოვრებაში) მისგან დაუსრულებელი ნეტარება მივიღოთ. ვინც წირვა-ლოცვას გულმოდგინედ ისმენს, ის შეიტყობს რა არის ნება ღმრთისა... იხილეთ სრულად
თუ გსურს, უჭვრეტდე საიდუმლოს, მაშ, საქმით აღასრულე მცნებები საკუთარ თავში და მათ შესახებ შემეცნებას ნუ ეძიებ.
რას უნდა ელოდონ ის ადამიანები, ვინც ვნებებს ყველაზე მტკიცე აღვირს - წმიდა სარწმუნოების წესებს აშორებენ?!