მე მანცვიფრებს, რომ ზოგიერთი ასე მიელტვის კაცობრივ და არა – საღმრთო დიდებას, რომელიც შველის, თუ კაცობრივ დიდებას განვერიდებით. ყველაზე მაღალი ხარისხიც რომ მოვიხვეჭოთ, რაც კი ამქვეყნად არსეობობს, მთელი ქვეყანა რომ მზად იყოს ჩვენს გ...
იხილეთ სრულად
მე მანცვიფრებს, რომ ზოგიერთი ასე მიელტვის კაცობრივ და არა – საღმრთო დიდებას, რომელიც შველის, თუ კაცობრივ დიდებას განვერიდებით. ყველაზე მაღალი ხარისხიც რომ მოვიხვეჭოთ, რაც კი ამქვეყნად არსეობობს, მთელი ქვეყანა რომ მზად იყოს ჩვენს განსადიდებლად, რა სარგებლობას მოგვიტანს ეს? ქვეყნიური ქება–დიდება! განა ის სამოთხეს მოგვიტანს? თუ ჯოჯოხეთისაკენ გვიბიძგებს? ქრისტემ როგორ თქვა?! – „დიდება კაცთაგან არა მოვიღო“
link
იზრუნე ყოველთვის მარადიული დიდებისათვის, ვინაიდან ახლანდელი დიდება ყოველდღე გატყუებს.
თუ გსურს დიდებას მიაღწიო, შეიძულე იგი. და თუკი დიდებას დაუწყებ დევნას, მოაკლდები მას.
ზოგიერთმა შეიძლება მკითხოს: „მაშ, რატომაა, რომ ზოგი ჯერ კაცთაგან განდიდდა, შემდეგ კი – ღვთისგან?“ მაგრამ საქმის არსი ის არის, რომ თუ ადამიანს კაცობრივი დიდება სურს, ქრისტე არ განადიდებს მას. ადამიანი თავისით არასოდეს უნდა ესწრაფოდ...
იხილეთ სრულად
ზოგიერთმა შეიძლება მკითხოს: „მაშ, რატომაა, რომ ზოგი ჯერ კაცთაგან განდიდდა, შემდეგ კი – ღვთისგან?“ მაგრამ საქმის არსი ის არის, რომ თუ ადამიანს კაცობრივი დიდება სურს, ქრისტე არ განადიდებს მას. ადამიანი თავისით არასოდეს უნდა ესწრაფოდეს პასუხისმგებლობას და თუ მას ამისგან გაათავისუფლებენ, უნდა უხაროდეს კიდეც. სულიერი კანონებით ხომ პასუხისმგელობა, რომელსაც იგი ტვირთულობს, უნდა ამძიმებდეს მას. თუ ადამიანი არ ხარობს იმით, რომ იგი გაათავისუფლეს პასიხისმგე...
link
ვინც არად აგდებს ადამიანურ დიდებას, იგი ღვთის დიდების ღირსი ხდება
გსურს დიდების მიღება? გაექეცი დიდებას და გექნება დიდება, თუმცა კი არ გსურს იგი.
სამი ვნება აბნელებს გონებას: ვერცხლისმოყარეობა, პატივმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა. სიბრაზე, მრისხანება, ჩხუბი, მკვლელობა და სხვა ბოროტება სწორედ მათ მიერ მომძლავრდა ადამიანებს შორის. სწორედ მათ, და არა სხვა რამემ, დააჩლუნგეს ჩვენ...
იხილეთ სრულად
სამი ვნება აბნელებს გონებას: ვერცხლისმოყარეობა, პატივმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა. სიბრაზე, მრისხანება, ჩხუბი, მკვლელობა და სხვა ბოროტება სწორედ მათ მიერ მომძლავრდა ადამიანებს შორის. სწორედ მათ, და არა სხვა რამემ, დააჩლუნგეს ჩვენი ბუნებისთვის დამახასიათებელი და თანშეზრდილი გონიერება და სარწმუნოება. წმინდა წერილის თანახმად, ეს არის წურბელას სამი ასული, დედის – უგუნურების მიერ შეყვარებული (იგავნი 30.15).
link
უნდა შეიძულო ვერცხლისმოყვარეობა, პატივმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა, როგორც დედა ბიწიერებისა და დედინაცვალი სათნოებისა.
სამი ვნება აბნელებს გონებას: ვერცხლისმოყარეობა, პატივმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა.
ვინც პატივმოყვარეობით არ არის შეპყრობილი, იგი არ ჩავარდება ღვთისმებრძოლ, უგუნურ ამპარტავნებაში.