აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები
აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები აღზრდა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
უნდა გახდე ბავშვი, რომ მისი ნდობა მოიპოვო, და მერე უფრო მოგისმენს. მერე სამშობლოზეც დაელაპარაკები, ღმერთზეც დაელაპარაკები... ანუ ის უკვე თავისიანად, მეგობრად ჩაგთვლის და ადვილად მოგისმენს.
მე თუ რამე ცუდ თვისებას, ან საქციელს აღმოვაჩენ ხოლმე ჩემ შვილში, მერე რომ დავფიქრდები, ჩემშიც ვპოულობ ხოლმე ამას. გამოდის, რომ ჩემგან - მშობლისგან სწავლობს
ყოფილა შემთხვევა, რომ მშობელს უთხოვია, - სამრევლო სკოლაში ჩემ შვილს იქნებ მიხედოთო. მე ვუთხარი - შენც მოდი, შენით დავიწყოთ-მეთქი, რაზეც მიპასუხა, რომ არ სცალია.
ასე არ გამოვა ბავშვის აღზრდა
ჩვენ უნდა მოვნახოთ ფორმები, დრო, საშუალება და ენერგია, ბავშვამდე რომ მივიდეთ, ბავშვისთვის გასაგებ ენაზე, გართობით, თამაშით, სიხარულით
სასულიერო პირის შვილს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მოეთხოვება, მაგრამ, ადამიანი სასულიერო პირი რომ ხდება, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. მისი ჯერ არდაბადებული შვილი ხომ არ იღებს ამ გადაწყვეტილებას. ისიც ერთი ჩვეულებრივი ბავშვია როგორც ... იხილეთ სრულად
როცა ჩვენ რაღაც გვაინტერესებს, უფრო ადვილად ვიღებთ და ვიგებთ, ვიდრე მაშინ, როცა არ გვაინტერესებს. წიგნი, რომელიც არ გაინტერესებს, აბა როგორ წაიკითხავ? მაგრამ, თუ დაგაინტერესდა, უკვე აღარ გინდა ძალდატანება
რაც უფრო უბრალოდ, მარტივი ენით ეტყვი ადამიანს (არა მარტო ბავშვს, არამედ დიდსაც), მით უკეთესი, მით უფრო კარგად გაიგებს. წმ. იოანე ოქროპირს ერთმა ქალბატონმა უთხრა - თქვენი მჭევრმეტყველების ჭა ძალიან ღრმა არის და ჩვენი გონების თოკი ... იხილეთ სრულად
მდინარეს ვერ შეაჩერებ. თუ არ გინდა, რომ იგივე მიმართულებით იაროს, სხვა კალაპოტი უნდა შეუქმნა. ბავშვებიც, თუ არ გვინდა, რომ იმ გარემოში იყვნენ, სადაც შეიძლება გზა აერიოთ, მაშინ რაღაც სხვა ალტერნატიული გარემო უნდა შევუქმნათ