ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები
ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები
ღმერთის სიტყვამ მოიღო ახლადშექმნილი მიწის ნაწილი, თავისი უკვდავი ხელით შექმნა ჩემი ხატი და წილად არგუნა მას თავისი სიცოცხლე, რამეთუ წარმოგზავნა მასში სული - უხილავი ღმრთაების მცირე ჭავლი.
ღმერთი არის უზენაესი და მიუწვდომელი ნათელი, ეს სამების უწმიდესი ბრწყინვალებაა. მეორე ნათელი ანგელოზებია, ერთგვარი ნაკადი თუ თანაზიარება პირველი ნათელისა, მესამე ნათელი კი ადამიანია.
როგორადაც კაცი დაიუნჯებს თავის სახლში ყოველგვარ სიკეთეთ და ქონებას, ასევე უფალი ღმერთიც სწორედ თავის ამ სამკვიდრებელში - ადამიანის სულსა და სხეულში დაიუნჯებს სულიწმიდის ზეციურ სიმდიდრეთ.
თავდაპირველად ადამიანი ღმერთთან კავშირში იმყოფებოდა. თუმცა ამის შემდეგ ის დაშორდა ღმერთს და თავს ისე გრძნობს, თითქოს თავდაპირველად სასახლეში ცხოვრობდა, შემდეგ კი სამუდამოდ სასახლის კარიბჭის მიღმა აღმოჩნდა, შესცქერის სასახლეს შორიდ... იხილეთ სრულად
არ არსებობს სხვა ისეთი სიახლოვე და თანაზიარობა, როგორიც ჩვენს უკვდავ სულს აქვს ღმერთთან და ღმერთს სულთან. ღმერთმა სხვადასხვა ქმნილებანი შექმნა, ცანი და ქვეყანა, მზე და მთვარე, მიწა და წყალნი, ნაყოფიერნი ხენი და პირუტყვთა მრავალგვა... იხილეთ სრულად
ღვთის სიყვარულის დატევა მხოლოდ ადამიანის სულს შეუძლია, მას შეუძლია შესვლა ღმერთთან საიდუმლო ერთობაში, შეუძლია გახდეს ანარეკლი, ღვთაებრივ სრულყოფილებათა ერთგვარი ასახვა.
რა არის ადამიანთა სულები? ეს იგივე სული ან ღვთაებრივი სუნთქვაა, რომელიც ღმერთმა ადამს შთაბერა და მისგან წამოსული დღევანდლამდე განეფინება მთელ კაცთა მოდგმას. ამიტომაც ყველა ადამიანი ერთი კაცის ტოლფასია, ისინი კაცობრიობის ერთი ხის შ... იხილეთ სრულად
არ არსებობს ქვეყანაზე ადამიანის სულზე უფრო ძვირფასი საგანძური. ზუსტად ამ განძმა უნდა გვიხსნას დაღუპვისა და სიკვდილისაგან. ყველაფერი დანარჩენი, რასაც ადამიანი აფასებს და უფრთხილდება, უცილობლად კვდება და იღუპება. ადამიანის სული უფლი... იხილეთ სრულად
ადამიანი ხილული სახით ხორციელია, მაგრამ სხეული მაცოცხლებელ სუნთქვას ატარებს, რომელიც უშუალოდ შემოქმედისგანაა. ეს სული აკავშირებს ადამიანს შემოქმედთან და მის ირგვლივ არსებულ ზეციურ, სულიერ სამყაროსთან. ესაა მცირე ალი, მსგავსი... იხილეთ სრულად
ადამიანის სული ღმერთს ეკუთვნის. მან ის თავისთვის შექმნა; ადამიანის სული - ეს ღვთაებრივი სიყვარულის ობიექტია, მთელს ქმნილ სამყაროში ერთადერთი ძვირფასეულობაა, რომლის თავისად ქონა სურს უფალს.