განა სხვას რას აკეთებენ გოგონები, როცა მშობლებს, დაძმებს ტოვებენ და თხოვდებიან? ასევე იქცევა ის, ვინც მონაზონი ხდება. მაშასადამე, მონაზვნობას შემდგარნი გათხოვილებზე აღმატებულ მსხვერპლს არ გაიღებენ, მხოლოდ ერთშია განსხვავება: პირვე...
იხილეთ სრულად
განა სხვას რას აკეთებენ გოგონები, როცა მშობლებს, დაძმებს ტოვებენ და თხოვდებიან? ასევე იქცევა ის, ვინც მონაზონი ხდება. მაშასადამე, მონაზვნობას შემდგარნი გათხოვილებზე აღმატებულ მსხვერპლს არ გაიღებენ, მხოლოდ ერთშია განსხვავება: პირველნი ვნებიან და უძლურ, მიწიერ ადამიანს მიჰყვებიან, ხოლო მეორენი ზეციერ სიძეზე – წმინდა და უვნებო ღმერთზე ქორწინდებიან. ის ქალიშვილები და ყმაწვილები, რომლებიც ქრისტესთვის მონაზვნურ ცხოვრებას ირჩევენ, რამდენად უფრო მოგებულნ...
link
ნურასოდეს გაცვლი ზეციერ სიძეს ხორციელ ადამიანზე!
ჰოი, დაუშრეტელო ოკეანევ, ჰოი, სიყვარულო ღვთისა, ვინ იგემა შენი წყლისგან და ვინ შეძლო შენი მშვენიერების სიღრმეზე საუბარი?! ჰოი, გამოუთქმელო მშვენიერებავ, ვინ იხილა შენი ღვთაებრივი სახე და არ დადუმდა, რადგან სიყვარულის ცრემლების შეკ...
იხილეთ სრულად
ჰოი, დაუშრეტელო ოკეანევ, ჰოი, სიყვარულო ღვთისა, ვინ იგემა შენი წყლისგან და ვინ შეძლო შენი მშვენიერების სიღრმეზე საუბარი?! ჰოი, გამოუთქმელო მშვენიერებავ, ვინ იხილა შენი ღვთაებრივი სახე და არ დადუმდა, რადგან სიყვარულის ცრემლების შეკავება ვეღარ შეძლო!
link
რამდენად განსაკუთრებულია ქალწულების მადლი...
მხნეობასა და მოთმინებას ნურასოდეს დაკარგავ!
ადამიანის ბუნებაში არსებული ყველა სამწუხარო მოვლენა იმ დაცემის ნაყოფია, რამაც თავდაპირველი უკვდავებიდან ადამიანი მოკვდავად აქცია. ღმერთკაცი იესოს გამომხსნელმა მსხვერპლმა ადამიანში არსებული ცოდვის სჯული განზრახ არ გააუქმა მისი განს...
იხილეთ სრულად
ადამიანის ბუნებაში არსებული ყველა სამწუხარო მოვლენა იმ დაცემის ნაყოფია, რამაც თავდაპირველი უკვდავებიდან ადამიანი მოკვდავად აქცია. ღმერთკაცი იესოს გამომხსნელმა მსხვერპლმა ადამიანში არსებული ცოდვის სჯული განზრახ არ გააუქმა მისი განსწავლისა და სხვა მრავალი მაცხონებელი მიზეზის გამო, ამ გზით ადამიანი საუკუნო სიკეთეთა ბრძენ მემკვიდრედ რომ ექცია.
link
ქრისტეს ჯვარცმით ადამიანში არსებული ცოდვის სჯული არ გაუქმებულა
ღირსეული ზიარებით ვხდებით ღმრთისმშობლის ნამდვილი შვილები
ისწრაფეთ, გამოიქეცით, იტირეთ, იხარეთ და სიყვარულის ცრემლები დაღვარეთ, თქვენი გონება იმაში ჩაძირეთ, ვინც სხეული მიწაში ჩაძირა – იესო ხომ ჩვენს საცხოვნებლად გარდამოხდა ზეციდან; მოკვდა, რათა ჩვენც იქ ავიდეთ; აღდგა, რათა ჩვენც აღგვადგ...
იხილეთ სრულად
ისწრაფეთ, გამოიქეცით, იტირეთ, იხარეთ და სიყვარულის ცრემლები დაღვარეთ, თქვენი გონება იმაში ჩაძირეთ, ვინც სხეული მიწაში ჩაძირა – იესო ხომ ჩვენს საცხოვნებლად გარდამოხდა ზეციდან; მოკვდა, რათა ჩვენც იქ ავიდეთ; აღდგა, რათა ჩვენც აღგვადგინოს. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ ღირსები გავხდით მისი შვილები ვიყოთ, ვიგემოთ მისი მარადიული სიკეთეები, და ამქვეყნიდანვე ვიხარებდეთ მის უზომო სიყვარულში.
link
ოჰ, ჩვენო ტკბილო დედიკო, ნეტავ შენს წიაღში დავლიოთ სული! სხვა არაფერი გვინდა, ტკბილო დედაო, ოღონდ საღმრთო წადილის შენდამი ცეცხლოვანი სიყვარულის აღტკინების დროს გარდავიცვალოთ; როდესაც ჩვენს სულს ალი მოედება და გონება დაცხრება, და ა...
იხილეთ სრულად
ოჰ, ჩვენო ტკბილო დედიკო, ნეტავ შენს წიაღში დავლიოთ სული! სხვა არაფერი გვინდა, ტკბილო დედაო, ოღონდ საღმრთო წადილის შენდამი ცეცხლოვანი სიყვარულის აღტკინების დროს გარდავიცვალოთ; როდესაც ჩვენს სულს ალი მოედება და გონება დაცხრება, და ანაზდად ნიავი მოჰბერს კეთილსურნელებას და საღმრთო წყვდიადით დაიფარება, სადაც საგრძნობლები ჩერდება და სუფევს საწადელი სიყვარული, სიყვარული და ცხოვრება – ჩვენი მარად ტკბილი იესო.
link