ასეკტიკური მარხვის მენციერება, რომელმაც მონაზვნურ ტრადიციაში სრულყოფილებას მიაღწია, მთელი ეკლესიის მიერ არის გაზიარებული, აქ ჩვენ ვხედავთ ადამიანის მიერ ქრისტეს სიტყვების შეწყნარებას, რომელთა მიხედვითაც ადამიანებზე გაბატონებული ჯო...
იხილეთ სრულად
ასეკტიკური მარხვის მენციერება, რომელმაც მონაზვნურ ტრადიციაში სრულყოფილებას მიაღწია, მთელი ეკლესიის მიერ არის გაზიარებული, აქ ჩვენ ვხედავთ ადამიანის მიერ ქრისტეს სიტყვების შეწყნარებას, რომელთა მიხედვითაც ადამიანებზე გაბატონებული ჯოჯოხეთის ძალების დამარცხება მხოლოდ ლოცვითა და მარხვით არის შესაძლებელი. ეს მარხვა ეფუძნება თვით ქრისტეს მაგალითს, რომელიც ორმოცი დღის განმავლობაში მარხულობდა და შემდეგ პირისპირ შეხვდა სატანას. ამ შეხვედრაში დაემხო ადამიან...
ამ მარხვის წესრიგის ძიებით და დაცვით სასწორი ბუნებისა გასწორდება არა მიდრეკად, გინდა დარწევად არცა მარჯვნივ და არცა მარცხნივ და ესრედ გასწორებითა ბუნების სასწორისათა სიმართლე და ჭეშმარიტება მოვაჭრებულ არს. მარხვითა ამა ბუნების კან...
იხილეთ სრულად
ამ მარხვის წესრიგის ძიებით და დაცვით სასწორი ბუნებისა გასწორდება არა მიდრეკად, გინდა დარწევად არცა მარჯვნივ და არცა მარცხნივ და ესრედ გასწორებითა ბუნების სასწორისათა სიმართლე და ჭეშმარიტება მოვაჭრებულ არს. მარხვითა ამა ბუნების კანონებისათა კაცი მიაღწევს იმ პირველ დაბადებული უცოდველ მამულისადა, სადაცა ადამ ნეტარეობდა ვიდრე მარხვის დარღვევამდე, ხოლო ოდეს დაარღვია საზღვარი მარხვისა და გარდახდა მცნებული საზღვრის გარედ, მაშინ გაპირუტყვდა და განიდევნა ...
ლოცვის დროს ჩვენს ფანტაზიასთან შეერთებული და დემონური ძალებით მოძრავი ეს შთაბეჭდილებები გონების ზედაპირზე ამოტივტივდებიან, სულს სქელი ნისლივით ეხვევიან და ადამიანს საკუთარი სიტყვები აღარ ესმის. რა ვიღონოით, წარმოსახვა როგორც მოვთო...
იხილეთ სრულად
ლოცვის დროს ჩვენს ფანტაზიასთან შეერთებული და დემონური ძალებით მოძრავი ეს შთაბეჭდილებები გონების ზედაპირზე ამოტივტივდებიან, სულს სქელი ნისლივით ეხვევიან და ადამიანს საკუთარი სიტყვები აღარ ესმის. რა ვიღონოით, წარმოსახვა როგორც მოვთოკოთ, აზრებს თავი როგორ მოვუყაროთ, როგორ ვაიძულოთ გონება, რომ გულისყური მხოლოდ ლოცვას მიუგდოს? როგორ განვაგდოთ აზრები, ზრახვები, რომლებიც ჩვენს გარშემო კრაზანებივით ბზუიან? უფალმა ბრძანა, რომ დემონები მხოლოდ ლოცვითა და მა...
ზიარება ცხოვრების წყარო მხოლოდ იმათთვისაა, ვინც მისთვის ღირსებით მოემზადა, ხოლო უღირსებისა და უკეთურებისათვის იგი დამსჯელ ცეცხლად გადაიქცევა. ზიარებისთვის პირველ რიგში მარხვით ვემზადებით, მაგრამ რადგანაც მარხვა თავისთავად სათნოება...
იხილეთ სრულად
ზიარება ცხოვრების წყარო მხოლოდ იმათთვისაა, ვინც მისთვის ღირსებით მოემზადა, ხოლო უღირსებისა და უკეთურებისათვის იგი დამსჯელ ცეცხლად გადაიქცევა. ზიარებისთვის პირველ რიგში მარხვით ვემზადებით, მაგრამ რადგანაც მარხვა თავისთავად სათნოება არაა, ამიტომ უსარგებლოა, თუ მმარხველს ჭეშმარიტი სათნოებებით არ შემოსავს.
ეკლესია ზრუნავს ჩვენზე, უდიდეს უმრავლესობაზე, ვისაც თავისი უძლურების გამო არ ხელეწიფება სრულყოფილების ხარისხს მიაღწიოს. ეკლესია ცდილობს ხელმოკიდებული, ნაბიჯ–ნაბიჯ, როგორც ბავშვს ასწავლიან სიარულს, წაგვიყვანოს წინ, სრულყოფილებისაკე...
იხილეთ სრულად
ეკლესია ზრუნავს ჩვენზე, უდიდეს უმრავლესობაზე, ვისაც თავისი უძლურების გამო არ ხელეწიფება სრულყოფილების ხარისხს მიაღწიოს. ეკლესია ცდილობს ხელმოკიდებული, ნაბიჯ–ნაბიჯ, როგორც ბავშვს ასწავლიან სიარულს, წაგვიყვანოს წინ, სრულყოფილებისაკენ, რაც იგივე განღმრთობაა. ზუსტად ეს მიზანი აქვს მარხვასაც, რაც თავად არ არის სამოთხის „საშვი“, მაგრამ მისი მოპოვების საშუალებას გვაძლევს.
მარხვის კანონი ასეთია: განეშორე ყველაფერს, და გონებით და გულით ღმერთში იყავი, ყოველგვარი პირადი სარგებელი მოიკვეთე, არამარტო სხეულებრივი, არამედ სულიერი, ყველაფერი ღვთის სადიდებელად და მოყვასის საკეთილდღეოდ აღასრულე, ხალისით და სი...
იხილეთ სრულად
მარხვის კანონი ასეთია: განეშორე ყველაფერს, და გონებით და გულით ღმერთში იყავი, ყოველგვარი პირადი სარგებელი მოიკვეთე, არამარტო სხეულებრივი, არამედ სულიერი, ყველაფერი ღვთის სადიდებელად და მოყვასის საკეთილდღეოდ აღასრულე, ხალისით და სიყვარულით იტვირთე შრომა და მარხვის აკრძალვები საკვებში, ძილში, მოსვენებაში, მანუგეშებელ ურთიერთსაუბრებში: ყველაფერი ზომიერად აღასრულე, რათა თვალში არავის ხვდებოდეს და არ გართმევდეს ძალა ლოცვითი კანონი აღსასრულებლად.