გევედრებით, მტერთან შებმა ნუ შეგაშინებთ, რადგან ეგოიზმის ეშმაკის დასამარცხებლად უფალი თავის უხილავ ხელს შეგვაშველებს, განგვამტკიცებს და ღვთაებრივი სიმდაბლის ზეგარდამოქსოვილი კვართით შეგვმოსავს.
თავმდაბლობის შეძენა იოლი არ არის. ამას დიდი შრომა და დრო სჭირდება. ქედმაღლობის მოკვდინება საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას მოითხოვს. ჩვენი „მე“ ფეხქვეშ გავთელოთ, საკუთარი თავის სრული უარყოფა შევიყვაროთ, მორჩილებას ვეტრფოდეთ და ღ...
იხილეთ სრულად
თავმდაბლობის შეძენა იოლი არ არის. ამას დიდი შრომა და დრო სჭირდება. ქედმაღლობის მოკვდინება საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას მოითხოვს. ჩვენი „მე“ ფეხქვეშ გავთელოთ, საკუთარი თავის სრული უარყოფა შევიყვაროთ, მორჩილებას ვეტრფოდეთ და ღვთის შეწევნით, სისხლისმღვრელ ბრძოლაში ქედმაღლობის მოკვდინებას შევძლებთ.
ადამიანს სულიერი განსვენება მხოლოდ თავმდაბლობისა და სიმშვიდისგან ეძლევა. უფალიც გვეუბნება: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქვენთაი" (მათ. 11, 29). ამიტომ, მოდით, სანატრელო შვილებ...
იხილეთ სრულად
ადამიანს სულიერი განსვენება მხოლოდ თავმდაბლობისა და სიმშვიდისგან ეძლევა. უფალიც გვეუბნება: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქვენთაი" (მათ. 11, 29).ამიტომ, მოდით, სანატრელო შვილებო, მთელი გულით შევიყვაროთ იესოს სიმდაბლე და სიმშვიდე; და როგორც უფალმა ბრძანა, ჭეშმარიტად ჩვენი სულების განსვენებას ვპოვებთ.
თუ გსურთ გაიგოთ, სულიერად რამდენად წარემატეთ მონაზვნურ მოქალაქეობაში, გამოიკვლიეთ საკუთარი თავი და თუკი თქვენში თავმდაბლობას აღმოაჩენთ, სულიერი წინსვლა მისი შესაბამისი იქნება. ხოლო თუ სიმდაბლის ნაცვლად ამპარტავნებას, ქედმაღლობა...
იხილეთ სრულად
თუ გსურთ გაიგოთ, სულიერად რამდენად წარემატეთ მონაზვნურ მოქალაქეობაში, გამოიკვლიეთ საკუთარი თავი და თუკი თქვენში თავმდაბლობას აღმოაჩენთ, სულიერი წინსვლა მისი შესაბამისი იქნება.ხოლო თუ სიმდაბლის ნაცვლად ამპარტავნებას, ქედმაღლობას და მათგან მომდინარე შედეგს წავაწყდებით, მაშინ ჩვენი უბადრუკი მდგომარეობა გლოვითა და ცრემლით უნდა დავიტიროთ, რომ უფალმა შეგვიწყალოს.
ყურადღებით იყავით გულისსიტყვების მიმართ. ძირითადად თავმდაბალი გულისსიტყვების მოხვეჭას მიაპყარით ყურადღება, რადგან თავმდაბლობა აცხონებს ადამიანს; ის არის ყოველგვარი სულიერი სწრაფვის მთავარი მიზანი.