შრომა - ციტატები, გამონათქვამები
შრომა - ციტატები, გამონათქვამები შრომა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
თუ ცხოვრება მოღვაწეობაა, მაშინ, საპირისპირო - უსაქმურობა ცხოვრება არ არის, უკიდურეს შემთხვევაში, გონიერი და ზნეობრივი არსების ცხოვრება არ არის.
ხელსაქმე, რომელსაც სიმშვიდითა და ლოცვით ასრულებ, თვითონაც ნაკურთხია და აკურთხევს ხალხსაც, რომლებიც მას გამოიყენებენ. აი, ამ დროს აქვს აზრი იმას, რომ ბერებმა ერისკაცებს კურთხევა მისცენ ამა თუ იმ ხელსაქმის შესასრულებლად. და პირიქით,... იხილეთ სრულად
შრომა კეთილმდგომარეობის საძირკველია და შრომის გარდა სხვა საშუალება არ არსებობს, რომ კაცმა ბედნიერება და კეთილდღეობა მოიპოვოს. ღმერთმა კაცი ქვეყანაზე შრომისა და გარჯისათვის დაბადა. კაცმა თავისი ბუნების ყველა საჭიროება და მოთხოვნილე... იხილეთ სრულად
შენი გულისმიერი შრომა უნდა მდგომარეობდეს მოუკლებელ ლოცვაში. თუ გინდა ამას მიაღწიო, დაუდე სათავე ამ შრომას, ვიდრე ღმერთს და იგი გაკურთხებს შენ ამ მიზნის მისაღწევად.
ღმერთმა ადამიანი შრომისათვის შექმნა და მისცა მას ამისთვის აუცილებელი ორგანოები; აქედან გამომდინარე, უსაქმური ღვთის წესრიგიდან და ქმნილების მიზნიდან გადახვევაა.
ღვთის განგებულებით მოულოდნელად მოწეული განსაცდელი გვასწავლის ვიყოთ შრომისმოყვარულნი და უნებლიეთ მივყავართ სინანულისკენ.
სიჭაბუკის ჟამს შეკრებილი შრომა სიბერეში მოუძლურებულს გამოკვებავს და ნუგეშს სცემს. მხურვალედ ვიღვაწოთ ჭაბუკნო და სიფხიზლით კეთილად ვისწრაფოდეთ, რადგან სიკვდილის ჟამი არავინ იცის.
როცა ღვთისმოსაობით შრომობთ და ლოცვით მოქმედებთ, აკურთხებთ საკუთარ თავს და აკურთხებთ ყველაფერ იმასც, რასაც აკეთებთ. როცა გონება ღმერთშია დაუნჯებული, ადამიანი აკურთხებს თავის სამუშაოს, თავის ხელსაქმეს.