ენა, სიტყვა - ციტატები, გამონათქვამები
ენა, სიტყვა - ციტატები, გამონათქვამები ენა, სიტყვა, გამონათქვამები, ციტატები
ნუ ილაპარაკებ რისხვით აღვსებული, არამედ ყოველთვის სიბრძნით და გონიერებით წარმოთქვი შენი სიტყვა, მსგავსად ჩვენი ყოვლადბრძენი წმიდა მამებისა; მდუმარებაშიც მათ მიბაძე და ყოველთვის აღსავსე იყო სიბრძნითა და გონიერებით, ისევე, როგორც მა... იხილეთ სრულად
იღვაწე, ადამიანო, დაეუფლე შენს ენას და არ განამრავლო სიტყვები, რათა არ განამრავლო ცოდვები.
თუ რომელიმე თქვენგანს ღმრთისმოსავი ჰგონია თავი, და ლაგამს არ ამოსდებს ენას, არამედ აცდუნებს თავის გულს, ფუჭია მისი ღმრთისმოსაობა.
ენის მომთოკავი უშუღლოდ იცხოვრებს და ლაყბობის მოძულე ბოროტს აიცილებს.
თ. 18–19
ენა შენი, დაე, ყოველთვის გონების კარნახს ემორჩილებოდეს, რადგან გონიერებას მოკლებული სიტყვები ბასრ ეკლებად გექცევა შენვე.
ენა უნდა დაშვრეს და ზღოს მთელი თავისი უქმმეტყველებისა და დაცემისათვის. ეს იმიტომ, რომ იშვას ჩვევა, რაც შრომისა და ღვაწლის გარეშე ვერ მოხდება. უნდა გამოვიჩინოთ სიმდაბლე, რათა მადლი გვეწვიოს; შემდეგ იხსნება გზა – ლოცვა სუნთქვას უერთ... იხილეთ სრულად
გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს, ბრძენკაცის ენა კი მკურნალია. მართალი ბაგე სამარადისოდ რჩება, მატყუარა ენა კი – წამიერია.
ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია. მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულთა გული კი ნამცეცის ოდენაა. მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, ბრიყვები კი თავიანთი უჭკუობით იხოცებიან. იხილეთ სრულად
პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალი ის, რაც შებილწავს კაცს.
მაშინ მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: თუ იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით შეცდნენ?
თ. 15–16