სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება - ციტატები, გამონათქვამები
სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება - ციტატები, გამონათქვამები სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება
საკუთარი თავის სუფთად და შეურყვნელად შენახვას განუწყვეტელი განსაცდელებისა და ცოდვათა საცდურისაგან ისეთივე ფასი აქვს ღვთის თვალში, როგორც მეუდაბნოის მოსაგრე ცხოვრებას, მითუმეტეს, რომ წუთისოფელში კეთილი მაგალითი განსაკუთრებით მოქმედ... იხილეთ სრულად
ნაყროვანებასა და ფუფუნებაში უბიწოების შენარჩუნების მსურველი ჰგავს ადამიანს, რომელსაც ჭაობში წოლით მოუსურვებია სიწმინდის შენარჩუნება.
როგორც დაზიანებულ წყალსადენში ვერ გაჩერდება წყალი, ასევე გაფანტული თვალი ვერ შეიკავებს უბიწო გონებას
როდესაც სული ძილის დროს უწმინდური ცოდვებით შეიბილწება, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ჯერ კიდევ ვერ მიაღწია სრულ უბიწოებას.
ვინც თავისი თანამდებობის გამო, ვალდებულია, სიწმიდეზე ილაპარაკოს, იგი ვალდებულია აგრეთვე, თავისი ცხოვრებითაც სიწმიდეს წარმოადგენდეს.
ღმერთზე საუბარი დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმედა ღმერთისათვის
საღვთო სიწმინდე და სიმართლე ურთიერთისგან განუყოფელია. ღმერთი ყველას მოუხმობს მასში, მის სასუფეველში, ანუ საღვთო სიწმინდეში მარადიული ცხოვრებისაკენ. ოღონდ, ღვთის სასუფეველში ვერ შევა ვერაფერი უწმინდური. ღმერთი განგვწმენდს თავისი სა... იხილეთ სრულად
ქრისტეს ჭეშმარიტად მორწმუნე სულმა სახე უნდა იცვალოს და აწინდელი, ბიწიერი მდგომარეობიდან, სხვა, კეთილ, უბიწო მდგომარეობაში გადავიდეს და ახალ სულად იცვალოს ფერი სულიწმიდის ძალით, მეოხებითა და შემწეობით.
იმისათვის, რომ გულმა და გონებამ უმანკოება მოიპოვოს, ადამიანმა არ უნდა შეიწყნაროს მზაკვრული აზრები და ამასთან ერთად თვითონაც არ უნდა აზროვნებდეს მზაკვრულად. მან ყველაფერი უბრალოდ და თავმდაბლობით უნდა აკეთოს, თან მოშურნეობით უნდა იღ... იხილეთ სრულად