ღვთის სიყვარული ადამიანისადმი - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის სიყვარული ადამიანისადმი - ციტატები, გამონათქვამები ღვთის სიყვარული ადამიანისადმი
თუ სამყაროს შექმნა ღვთის სიყვარულის საქმეა, მაშინ ადამიანთა გამოსყიდვის საქმე ძე ღვთისას სიკვდილით, არის ღვთის სიყვარულის სასწაული.
უფალი თავისი უსაზღვრო სიკეთისა და გულმოწყალების გამო ყოველთვის მზადაა, ყოველივე მიანიჭოს ადამიანს, ადამიანი კი ყოველთვის არ არის მზად მისგან რაიმეს მისაღებად.
უფალმა ჩვენ უწინ შეგვიცნო, ვიდრე ჩვენ მას შევიცნობდით, მან უწინ შეგვიყვარა, ვიდრე - ჩვენ შევიყვარებდით მას
ღვთის სიყვარულის განსაკუთრებით დიდებული სასწაული, რომელსაც მარადიულობაშიც კი ვერ ვიხილავთ (ვინაიდან ეს შესაძლო სიყვარულის ზღვარს აღემატება), არის კაცობრიობისთვის ძე ღვთისას მოვლინება. ბევრს ნიშნავს შეურაცხყოფილი არ დარჩე, უფრო მეტ... იხილეთ სრულად
ღმერთი გვაძლევს არა მარტო თავისას, რაც თავისთავად აღემატება ადამიანის გონებას, არამედ თავის თავს, იგი ადამიანს ღმერთად ხდის მადლში. ამ ძღვენის წინაშე ყველა ადამიანური საქმე არ შეიძლება უსასრულოდ მცირე არ იყოს. უფალმა მოწყალების სა... იხილეთ სრულად