ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები, მართლმადიდებლური მწერლობა ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ქრისტიანული ერი, წმიდა, მარლმადიდებელი ეკლესია არის ვენახი ღვთისა და ჩვენ ყოველნი ერთბამად მუშაკნი ღვთის ვენახისანი. ხოლო, სახელდობრ ჩვენ, ერი ქართველი და საქართველოს ეკლესია, არის ერთი უძველესთა ვენახთა ღვთისათაგანი. ჩვენ, უწინარ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანული ერი, წმიდა, მარლმადიდებელი ეკლესია არის ვენახი ღვთისა და ჩვენ ყოველნი ერთბამად მუშაკნი ღვთის ვენახისანი. ხოლო, სახელდობრ ჩვენ, ერი ქართველი და საქართველოს ეკლესია, არის ერთი უძველესთა ვენახთა ღვთისათაგანი. ჩვენ, უწინარეს მრავალთა აწინდელთა ქრისტიანულთა ერთა, გვიწოდა ზეციერმან მამამან მუშაკად თვის ვენახში. აქედგან, საკუთრად ჩვენთვის გამოდის ის სწავლა, გაფრთხილება, რომ არ დავემსგავსოთ სახარების იგავში მოყვანილს უფროსს ძმას, რომელსა მამა...
link
ჩვენგან ღმერთი მოელის უმაღლესსა ნაყოფსა. რა ნაყოფი უნდა მივართვათ ჩვენ, ქრისტიანეთა, ღმერთსა? წმინდა, მართალი და უბიწო ცხოვრება – აჰა ნაყოფი, რომელსა მოელის ჩვენგან ღმერთი ჩვენი. ვიდრემდის ჩვენ ვცდილობთ ესრეთისა ნაყოფისა გამოღებას...
იხილეთ სრულად
ჩვენგან ღმერთი მოელის უმაღლესსა ნაყოფსა. რა ნაყოფი უნდა მივართვათ ჩვენ, ქრისტიანეთა, ღმერთსა? წმინდა, მართალი და უბიწო ცხოვრება – აჰა ნაყოფი, რომელსა მოელის ჩვენგან ღმერთი ჩვენი. ვიდრემდის ჩვენ ვცდილობთ ესრეთისა ნაყოფისა გამოღებას, ჩვენ ვიქმნებით "შეყვარებული ღვთის ვენახი".
link
ნუ დაემორჩილები, ძმაო, ანგარებას. ნუ ხარ სულმოკლე, ნუ გაქვს შევიწროებული სული და გული, ნუ დაივიწყებ შენს ღირსებას და მაღალს სულიერს ხარისხს, რომელიც მოგანიჭა შენ ღმერთმან. ნუ იქცევი ისე, რომ თითქოს საუკუნოდ უნდა ცხოვრობდე ქვეყანაზ...
იხილეთ სრულად
ნუ დაემორჩილები, ძმაო, ანგარებას. ნუ ხარ სულმოკლე, ნუ გაქვს შევიწროებული სული და გული, ნუ დაივიწყებ შენს ღირსებას და მაღალს სულიერს ხარისხს, რომელიც მოგანიჭა შენ ღმერთმან. ნუ იქცევი ისე, რომ თითქოს საუკუნოდ უნდა ცხოვრობდე ქვეყანაზე. აქ სტუმარი ხარ შენ, აქაური მცირე რამე საქონლისათვის როგორ უნდა დაჰკარგო უხრწნელი და საუკუნო ნეტარება! „რა სარგებელ არს შენდა, შეიძინო სოფელი ესე, და სული წარწყმიდო, ანუ რა მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?"
link
წინად სთქვა, და კიდეც დაამტკიცა წმიდამან პავლემ, რომელ სჯულის საშუალებით, ანუ საქმეთაგან სჯულისათა შესაძლებელი არ არის სცხონდეს კაცი. ამისთვის, რომ არავის არ შეუძლიან მრთელი სჯული აღასრულოს, ესე იგი უცოდველად იცხოვროს. ახლა იმას ა...
იხილეთ სრულად
წინად სთქვა, და კიდეც დაამტკიცა წმიდამან პავლემ, რომელ სჯულის საშუალებით, ანუ საქმეთაგან სჯულისათა შესაძლებელი არ არის სცხონდეს კაცი. ამისთვის, რომ არავის არ შეუძლიან მრთელი სჯული აღასრულოს, ესე იგი უცოდველად იცხოვროს. ახლა იმას ამტკიცებს, რომ ცხონება უადვილესად და ყოველი კაცის შესაძლებელად შეიქმნა ქრისტე იესოს სარწმუნოების საშუალებით. ნუ იტყვი შენს გულში, ესე იგი, ნუ იფიქრებ გულში, რომ ძნელი რაიმე იყოს იესო ქრისტეს სარწმუნოება, ანუ მისი სარწმუნო...
link
ნეტავი თქვენცა შემძლებელ იყვნეთ და კითხულობდეთ წიგნებსა იოანე ოქროპირისასა. რა სახით დაგიტკბებოდათ გული მისის დარიგებითა. მის სიტყვებს ისრეთი მოქმედება აქვს ჩვენს გულზედ, რომელ როდესაც ავიღებთ მის წიგნს და ვკითხულობთ, მაშინ ყოველი...
იხილეთ სრულად
ნეტავი თქვენცა შემძლებელ იყვნეთ და კითხულობდეთ წიგნებსა იოანე ოქროპირისასა. რა სახით დაგიტკბებოდათ გული მისის დარიგებითა. მის სიტყვებს ისრეთი მოქმედება აქვს ჩვენს გულზედ, რომელ როდესაც ავიღებთ მის წიგნს და ვკითხულობთ, მაშინ ყოველი სოფლიური მწუხარება და ამაოება დაგვავიწყდება, ცხოვრების ტვირთი შეგვიმსუბუქდება.
link
ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებანი, როგორიცაა საზრდელი და ხორციელი სიყვარულის უნარი, თავისთავად, არ არის ცოდვა. პირიქით, ამ თავისი ბუნებითი მიდრეკილებებით ადამიანს შეუძლია ადიდოს ღმერთი. შეიძლება თუ არა საზრდელის მიღებით ღმერთის დ...
იხილეთ სრულად
ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებანი, როგორიცაა საზრდელი და ხორციელი სიყვარულის უნარი, თავისთავად, არ არის ცოდვა. პირიქით, ამ თავისი ბუნებითი მიდრეკილებებით ადამიანს შეუძლია ადიდოს ღმერთი. შეიძლება თუ არა საზრდელის მიღებით ღმერთის დიდება? თავისთავად ცხადია, შეიძლება. ჩვენ ხომ გვასწავლის ეკლესია, რომ ჭამის წინ და ჭამის შემდეგ უნდა ვილოცოთ. რისთვის არის ეს საჭირო? ცხოველიც ხომ ჭამს, ჭამს ადამიანიც. მაგრამ თუ საზრდოს მადლიერებითა და ღმრთის დიდებით იღე...
link
რაი არს საღმრთო შური? საღმრთო შური არს დიდი და მომეტებული ღვთის ერთგულება. ვისაც ამისთანა შური აქვს, იმას ფრიად ჰსურს, რომ ყოველი კაცი ღმერთს ადიდებდეს და ძლიერ ეწყინება, როდესაც ჰნახავს ვისმეს თავის წინააღმდეგს. ესრეთი საღმრთო შუ...
იხილეთ სრულად
რაი არს საღმრთო შური? საღმრთო შური არს დიდი და მომეტებული ღვთის ერთგულება. ვისაც ამისთანა შური აქვს, იმას ფრიად ჰსურს, რომ ყოველი კაცი ღმერთს ადიდებდეს და ძლიერ ეწყინება, როდესაც ჰნახავს ვისმეს თავის წინააღმდეგს. ესრეთი საღმრთო შური დიაღ პატიოსანი და მოსაწონი თვისება არის, გარნა მაშინ, როდესაც ის არის მეცნიერებით, ესე იგი ჭკუით, გონიერად.
link
ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! საღმრთო ლიტურღიის, ანუ წირვის აღსრულებასა შინა, უმთავრესთა წესთაგანი არის წაკითხვა სახარებისა და სამოციქულოისა. მაშასადამე, ვისაც ჰსურს ჯეროვნად და სასარგებლოდ მოსმენა წირვისა და მიღება მადლისა...
იხილეთ სრულად
ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! საღმრთო ლიტურღიის, ანუ წირვის აღსრულებასა შინა, უმთავრესთა წესთაგანი არის წაკითხვა სახარებისა და სამოციქულოისა. მაშასადამე, ვისაც ჰსურს ჯეროვნად და სასარგებლოდ მოსმენა წირვისა და მიღება მადლისა, მან ყოველთვის საკუთარი ყურადღება უნდა მიაქციოს რიგის სამოციქულოსა და სახარებასა ზედა და ეცადოს, რომ კარგად გაიგოს აზრი და დარიგება, რომელნიც არიან მათ შინა.
link
კაცის გული და სული ხშირად ისე შეყრობილი არის რომლითამე ცოდვითა, ისე დამონებული არის რომლისამე ვნებისაგან, რომელ მისი ჭკუა და გონება ვეღარ მოქმედებს ჯეროვნად, თავისუფლება სრულიად აღარა აქვს, ვეღარ გაარჩევს კეთილსა და ბოროტსა. თუ ჭკ...
იხილეთ სრულად
კაცის გული და სული ხშირად ისე შეყრობილი არის რომლითამე ცოდვითა, ისე დამონებული არის რომლისამე ვნებისაგან, რომელ მისი ჭკუა და გონება ვეღარ მოქმედებს ჯეროვნად, თავისუფლება სრულიად აღარა აქვს, ვეღარ გაარჩევს კეთილსა და ბოროტსა. თუ ჭკუა გაქვს, დაფიქრება იცი, მრავალს ჰნახავ საბუთებს და ნიშნებს, რა სახით ცოდვა დასცემს, დაამახინჯებს კაცს. მაშასადამე, არა დაემონო ცოდვას, დაიფარე შენი თავი ცოდვის მძლავრებისაგან, იყავ მონა ღვთისა და არა ცოდვისა.
link
საღმრთო წერილი გავსწავლის, რომ ვისაც ღმერთმა მეტი მისცა, მეტსაც მოსთხოვს. იმის ფიქრი, რომ მე ვინა ვარ, რა ნაყოფი შემიძლია მივართვა ღმერთსო, მცდარია. თუ შენს საქმეს კარგად და გულმოდგინედ ასრულებ, თუ ოჯახს ინახავ, გადასახადსა და სამ...
იხილეთ სრულად
საღმრთო წერილი გავსწავლის, რომ ვისაც ღმერთმა მეტი მისცა, მეტსაც მოსთხოვს. იმის ფიქრი, რომ მე ვინა ვარ, რა ნაყოფი შემიძლია მივართვა ღმერთსო, მცდარია. თუ შენს საქმეს კარგად და გულმოდგინედ ასრულებ, თუ ოჯახს ინახავ, გადასახადსა და სამსახურს, ვისიც და რაც გმართებს იხდი, არავის აწუხებ და რაც შეგიძლია, გაჭირვებულსაც ხელს მოუწყობ, ესეც კარგი ნაყოფი იქნება.
link