ვისაც ზედმეტად განსწავლულად და ყოვლისმცოდნედ მიაჩნია საკუთარი თავი, ღმრთისმსახურზე წყრება: „რა ერთსა და იმავეს ამბობსო“, ავიწყდება, რომ ამბიონზე მდგარი მოძღვარი დგას იმ ქვაზე, რომელიც უფლის საფლავიდან არის გადმოგორებული და ამ წმინ...
იხილეთ სრულად
ვისაც ზედმეტად განსწავლულად და ყოვლისმცოდნედ მიაჩნია საკუთარი თავი, ღმრთისმსახურზე წყრება: „რა ერთსა და იმავეს ამბობსო“, ავიწყდება, რომ ამბიონზე მდგარი მოძღვარი დგას იმ ქვაზე, რომელიც უფლის საფლავიდან არის გადმოგორებული და ამ წმინდა ადგილიდან უსარგებლო სიტყვათა წარმოთქმა არ შეუძლია. ამბიონიდან თქმული თვით ყველაზე უმნიშვნელო სიტყვაც კი მუდამ მართლმადიდებლური ჭეშმარიტებით გვმოძღვრავს
პატიოსნება არის სამკაული სამღვდელო პირისა, მას ჩვეულებისამებრ უწოდებენ და მისწერენ: პატიოსანო მამაო! მისთვის, რომელ პირველ მისი თვისება უნდა იყოს პატიოსნება. გამოუთქმელი უბედურება იქმნება მისისა სამწყსოისათვის, უკეთუ იგი არის მოკლ...
იხილეთ სრულად
პატიოსნება არის სამკაული სამღვდელო პირისა, მას ჩვეულებისამებრ უწოდებენ და მისწერენ: პატიოსანო მამაო! მისთვის, რომელ პირველ მისი თვისება უნდა იყოს პატიოსნება. გამოუთქმელი უბედურება იქმნება მისისა სამწყსოისათვის, უკეთუ იგი არის მოკლებული პატიოსნებითა; მისი ყოველი სიმრუდე და სიცრუვე მოქმედობს მის სამწყსოში, ვითარცა საწამლავი.
აწ ეს წარმოვაჩინოთ, მღუდელი როგორ უნდა იქცეოდეს. მღუდელი ანგელოზად ითქმის, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი მალაქია: "ბაგენი მღუდელთანი იწურთიდეს მეცნიერებასა, და ჰსჯული იძიოს მისგან, რამეთუ ანგელოზი არს უფლისა ყოვლისა მპყრობელისა"...
იხილეთ სრულად
აწ ეს წარმოვაჩინოთ, მღუდელი როგორ უნდა იქცეოდეს. მღუდელი ანგელოზად ითქმის, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი მალაქია: "ბაგენი მღუდელთანი იწურთიდეს მეცნიერებასა, და ჰსჯული იძიოს მისგან, რამეთუ ანგელოზი არს უფლისა ყოვლისა მპყრობელისა". რადგან ანგელოზად ითქუა მღუდელი, ანგელოზის თვისებაც უნდა აქუნდეს. თუ ვითარ - ვსთქუათ: ანგელოზის თვისებას ისაია მოგვითხრობს და იტყვის: "ექუს ფრთე ეხსნეს ერთსა: ორითა იფარვიდეს პირთა და ორითა ფერხთა და ორითა ფრინვიდეს". ...
ჭეშამრიტ მოძღვარს მართლა შეუძლია მორწმუნე მიიყვანოს სასუფეველში, ის იქიდან არის ჩამოსული. მას გაღწეული აქვს ღმერთამდე, სულით ის სულ სასუფეველშია, რადგან ღმერთია მასში!..
ყოველი თანამდებობის კაცი სახე უნდა იყოს თვისთა ქვეშევრდომთა; პირველად იგი უნდა აძლევდეს მაგალითსა და მერმე მოითხოვდეს ქვეშმდგომთაგან - თუ ყოველი თანამდებობის კაცს ასეთი თვისება უნდა ჰქონდეს - უმეტესად მღვდელსა, ვინაითგან ხორცეული ...
იხილეთ სრულად
ყოველი თანამდებობის კაცი სახე უნდა იყოს თვისთა ქვეშევრდომთა; პირველად იგი უნდა აძლევდეს მაგალითსა და მერმე მოითხოვდეს ქვეშმდგომთაგან - თუ ყოველი თანამდებობის კაცს ასეთი თვისება უნდა ჰქონდეს - უმეტესად მღვდელსა, ვინაითგან ხორცეული და სულიერი წარმატება ერისა მას აბარია. მისი დანიშნულებაა. იგი მასწავლებელია როგორც სიტყვით, ისე საქმით. რომელ იგი მოითხოვს პირდაპირობას, პირში თქმას თვისთა ნაკლოვანებათა
სულიერი მოძღვრისა და მორწმუნის ურთიერთობის ქვაკუთხედი სიყვარული, ნდობა და მორჩილებაა! ჭეშამრიტი მორჩილების არსი და მიზანი კი მდგომარეობს იმაში, რომ მორწმუნემ მოძღვრის ხელმძღვანელობით გააღწიოს ღმერთამდე და გახდეს თავისუფალი! მაცხოვ...
იხილეთ სრულად
სულიერი მოძღვრისა და მორწმუნის ურთიერთობის ქვაკუთხედი სიყვარული, ნდობა და მორჩილებაა! ჭეშამრიტი მორჩილების არსი და მიზანი კი მდგომარეობს იმაში, რომ მორწმუნემ მოძღვრის ხელმძღვანელობით გააღწიოს ღმერთამდე და გახდეს თავისუფალი! მაცხოვარიც ხომ გვეუბნება: “მე გაგანთავისუფლებთ თქვენო!..” თავისუფლებამდე კი მოგიყვანთ მხოლოდ ის, ვინც თვითონაა თავისუფალი!.. და არა ის, ბატონობის ჟინით არის შეპყრობილი!..
უნდა დაემორჩილოთ ქრისტეს სახელით იმას, ვისაც არ სურს ს...
საკუთარი ნების აღკვეთისა და საკუთარი თავისადმი უმკაცრესი მომთხოვნელობის გარეშე შეუძლებელია ღვთისმსახურმა სათნოების გზაზე რაიმე წარმატებას მიაღწიოს. სხვას რომ მოუწოდო, თავად უნდა იყო ღირსეული. ადვილია უქადაგო სიტყვით და სხვებს მართ...
იხილეთ სრულად
საკუთარი ნების აღკვეთისა და საკუთარი თავისადმი უმკაცრესი მომთხოვნელობის გარეშე შეუძლებელია ღვთისმსახურმა სათნოების გზაზე რაიმე წარმატებას მიაღწიოს. სხვას რომ მოუწოდო, თავად უნდა იყო ღირსეული. ადვილია უქადაგო სიტყვით და სხვებს მართალი ცხოვრებისაკენ მოუწოდო, მაგრამ ძალზე ძნელია მოიპოვო ღმრთისაგან ჭეშამრიტი მქადაგებლის უფლება, რადგან ეს უფლება მხოლოდ სიმართლეში, სიწმინდეში, ტანჯვასა და ბრძოლაში გატარებული ცხოვრებითა და სულიერი გამოცდილებით მოიპოვება...