სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება - ციტატები, გამონათქვამები
სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება - ციტატები, გამონათქვამები სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება
იმისათვის, რათა მოღვაწემ დაიცვას სულიერი და ხორციელი უმანკოება, წმინდა აზრებს მეტი სულიერი ძალა აქვს, ვიდრე სხვარიგ მოღვაწეობას - მარხვას, მღვიძარებას და ა.შ.
არ არსებობს უფრო მეტად კეთილსურნელოვანი მსხვერპლი ღმერთის წინაშე, ვიდრე სხეულის სიწმინდეა, რომელიც სისხლითა და სასტიკი ბრძოლით მოიპოვება.
სიწმიდე მარტო ბოროტების უქონლობას არ ნიშნავს, იგი ცოდვისაგან გამიჯნული უმაღლესი სულიერი ფასეულობაა. სიწმინდე სინათლეა, ღვთაებრივი სიწმინდე კი უსპეტაკესი ნათელი.
სიწმიდე, უზაკველობა, უვნებობა, ყოველგვარი ბოროტისაგან განშორებაა სწორედ ღმრთაება. და თუკი ყოველივე ეს უკვე არის შენი არსების კუთვნილება, მაშინ უეჭველია, რომ შენში ღმერთი დამკვიდრებულა და განიხარებს.
წმიდაა იგი, ვინც სიყვარულს (ხორციელს) სიყვარულით (ღვთაებრივით) ამარცხებს და ხორციელ ცეცხლს უნივთო ცეცხლით დაშრეტს.
სიწმინდე დასაწყისში ხდება, რომ აზრი სიძვის ვნებას ვერ ეწყობა და ოცნებების გარეშე ძილში ეცემა კაცი, შუაგული სიწმინდისა არის, როცა დანაყრება იწვევს ბუნებრივ აღძვრას, მაგრამ ოცნების გარეშე; სიწმინდის მწვერვალი არის მოკვდინება ხორცისა... იხილეთ სრულად
სიწმიდე უსხეულო ბინების გათავისებაა.
სიწმინდე ქრისტეს სანატრელი სახლი და გულის მიწიერი ზეცაა.
სიწმინდე ბუნების ზებუნებრივი უარყოფაა და ხრწნადი სხეულის ჭეშმარიტად დიდებული მოშურნეობა უსხეულო სულთა მიმართ.
სიკეთეთა შორის უდიდესის - ნამდვილი სიწმინდის მისაღწევად საჭიროა გონების განწმენდა ცოდვის ოცნებებისა და აზრებისაგან. მხოლოდ ამგვარად შეძენილ სისპეტაკეს ექნება მყარი საძირკველი. თუ გვსურს, შევწყვიტოთ ურიგო საქმენი, მაგრამ შინა... იხილეთ სრულად
როგორც შვილნი მორჩილებისა, ნუ მიეცემით თქვენს უწინდელ, უმეცრების დრონდელ ვნებებს, არამედ როგორც წმიდაა თქვენი მშობელი, თქვენც წმიდანი იყავით ყველა თქვენი მოქმედებისას. ვინაიდან დაწერილია: წმიდანი იყავით, რადგან მე წმი... იხილეთ სრულად