შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია. სრულყოფილების მიუხედავად, რაღაც მწიკვლი წმინდანებსაც ჰქონდათ. ამგვარად, მათ განსაცდელები უნდა გაევლოთ, რომ უძლურ ბუნებას სიმდაბლე, ყურადღება და მოთმინება შეეძინა. უმნიშვნელო გულისწყრომა, სიცილი თუ უქმი სი...
იხილეთ სრულად
შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია. სრულყოფილების მიუხედავად, რაღაც მწიკვლი წმინდანებსაც ჰქონდათ. ამგვარად, მათ განსაცდელები უნდა გაევლოთ, რომ უძლურ ბუნებას სიმდაბლე, ყურადღება და მოთმინება შეეძინა. უმნიშვნელო გულისწყრომა, სიცილი თუ უქმი სიტყვა წმინდანს სიწმინდეს ვერ წაართმევს.
როცა ვინმე სიმდაბლით და ღვთის შიშით, მხურვალე სულიერი შრომითა და გამოცდილი მოძღვრის ხელმძღვანელობით ებრძვის ცოდვას, შეუძლებელია, ღმერთმა დასაღუპავად გაიმეტოს. იგი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეცეს, როცა თავისი სულიერი მოვალეობებისადმი ...
იხილეთ სრულად
როცა ვინმე სიმდაბლით და ღვთის შიშით, მხურვალე სულიერი შრომითა და გამოცდილი მოძღვრის ხელმძღვანელობით ებრძვის ცოდვას, შეუძლებელია, ღმერთმა დასაღუპავად გაიმეტოს. იგი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეცეს, როცა თავისი სულიერი მოვალეობებისადმი უდები იქნება; განსაკუთრებით კი, როცა გაამპარტავნდება და იფიქრებს, რომ რაიმეს წარმოადგენს. მაგრამ თუ ისევ სიმდაბლით შეუვრდება ღმერთს, წამოდგომას შეძლებს და კვლავ განიკურნება; უფლის წყალობა ახლოსაა გულშემუსვრილებთან.
იცოდე, შვილო, რომ თვითკმაყოფილების, ამპარტავნების გულისსიტყვამ ფესვი გაიდგა შენში და ამიტომ დაგემართა ეს. ყურადღებით იყავი, დიდი სიმდაბლე გქონდეს, ყოველდღე ითხოვე, ღმერთმა სიმდაბლის სული მოგანიჭოს. როგორც გატკეპნილ გზაზე არ გაიხარ...
იხილეთ სრულად
იცოდე, შვილო, რომ თვითკმაყოფილების, ამპარტავნების გულისსიტყვამ ფესვი გაიდგა შენში და ამიტომ დაგემართა ეს. ყურადღებით იყავი, დიდი სიმდაბლე გქონდეს, ყოველდღე ითხოვე, ღმერთმა სიმდაბლის სული მოგანიჭოს. როგორც გატკეპნილ გზაზე არ გაიხარებს მცენარე, ისე გადათელილ, დამდაბლებულ გონებაში არ აღმოცენდება ხიბლი.