ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
ვინც თავისი გონება სრულიად შეაერთა ღმერთთან, მან ღვთის სიტყვათა საიდუმლო შეიმეცნა
სიტყვა უფლისა უკუნითი უკუნისამდე არსებობს, ხოლო, ვისაც უფალი ჯერ კიდევ ვერ შეუცვნია ჯეროვნად, ის მხოლოდ ხვდება ამას
სიწმიდემ და სიყვარულმა საყვარელი მოწაფე ღვთისმეტყველად აქცია, რომელმაც თავისი სიტყვით დაამოწმა ყოვლადწმიდა სამების დოგმატი
ღვთისმოყვარემ ჯერ ძმა შეიყვარა, რადგანაც ეს მეორე პირველზე მეტყველებს
ვისაც უყვარს მოყვასი, ავს არასოდეს მოისმენს მასზედ და ცეცხლივით გაურბის ამას
ვინც ამბობს, უფალი მიყვარსო, მოყვასი კი სძულს, იმ კაცს ჰგავს, რომელიც სიზმარში მირბის
სიყვარულის ძალა იმედია, რადგანაც სიყვარულის საფასურს მისი საშუალებით მოველით
იმედი უხილავი სიმდიდრით გამდიდრებაა
იმედი არის საუნჯის უეჭველი ფლობა იქამდე, ვიდრე ამ საუნჯეს მივიღებდეთ
იმედი შრომის დროს დასვენებაა, ის არის კარი სიყვარულისა, ის არის სასოწარკვეთილების მომაკვდინებელი და საუკუნო კეთილთა წინდი