მოწყალება - ციტატები, გამონათქვამები
მოწყალება - ციტატები, გამონათქვამები მოწყალება, გამონათქვამები, ციტატები
გზაშეცთომილისთვის ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზის ჩვენება ყოველ პატიოსანსა და კეთილ ქრისტიანს ძალუძს. ცხონების საშუალებები ისეთივე აურაცხელია, როგორც შემთხვევები დაცემისა. აქ საჭიროა გზაშეცთომილსა თუ უბედურს სუფთა გული ვაჩვენოთ და ... იხილეთ სრულად
ამბა ანტონს უდაბნოში ეუწყა: "არის ქალაქში ვიღაც შენი მსგავსი, პროფესიით ექიმი, რომელიც თავის შემოსავალს გაჭირვებულებს აძლევს და ყოველდღიურად ანგელოზებთან ერთად "სამწმიდაოს" გალობს".
ყოველივეს, რასაც ღვთის გულისათვის დაკარგავ, მოპოვებულია; ყოველივეს, რასაც საკუთარი თავისათვის შეინახავ, დაკარგულია. ყველაფერი, რასაც ღვთის სახელით გასცემ, ასმაგად აგინაზღაურდება; ყოველივე, რასაც შენი სახელისა და პატივმოყვარე... იხილეთ სრულად
ჰოი მეუფეო! ეგე ბრძოლა მტერისა ბოროტისა არს, რათამცა ეკლესიათა და აღაპთა მიზეზითა გლახაკთა უწყალოებასა შინა მოგვალს. არა თუ ამას იტყვის ღმერთი, ვითარმედ ეკლესიანი არა შეამკუენითო, არამედ: „მშიოდა და არა მეცით მე ჭამადიო“, ვითარცა ... იხილეთ სრულად
წმიდა და უმწიკვლო ღმრთისმსახურება ღმრთისა და მამის წინაშე ისაა, რომ გაჭირვებაში მიხედო ქვრივ-ობლებს, და ამ ქვეყნისაგან შეუგინებლად დაიცვა თავი.
თ. 1
ჩვენ მოწყალენი უნდა ვიყოთ, რათა ჩვენც ვიქნეთ შეწყალებულნი. მივცეთ გაჭირვებულებს ჩვენი შემოსავლის მეათედზე მეტი, რათა ჩვენი სიმართლე აღემატებოდეს ფარისევლებისა და მწიგნობრებისას, ისინი ხომ მხოლოდ მეათედს გასცემდნენ. ასე მოვიპოვებთ ... იხილეთ სრულად
შვილო, გლახაკის ქონებას ნუ მიიტაცებ და მთხოვნელს თვალს ნუ აარიდებ. მშიერის სულს ნუ დაამწუხრებ და ნუ განარისხებ კაცს მის გასაჭირში. განრისხებულ გულს ნუღარ შეაჭირვებ და მთხოვნელს მიცემას ნუ დაუგვიანებ. შეწევნის მთხ... იხილეთ სრულად
ღმერთთან ხელშეკრულება დავდე: მე მოწყალების გაღებით ვაცარიელებ ჩემს ჯიბეს, ის კი ხელახლა მივსებს. მას არასოდეს დაურღვევია ჩვენი ხელშეკრულება, და მე დავარღვიო?! ეს არასოდეს არ მოხდება!
ქრისტიანს მოწყალების გაღება შეუძლია არა მარტო ნივთიერად, არამედ თავისი ცოდნით, შრომით, რჩევითა და სხვა სახითაც.