განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები
განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები განკითხვა, გამონათქვამები, ციტატები
შენ ხშირად გაუაზრებლად ავსიტყვაობ და სასტიკად განიკითხავ ადამიანს, რომელიც ცხონებასთან შენზე ახლოსაა.
ხდება, რომ ადამიანი აკეთებს საქმეს, რომელიც მის მხილველებს მიუღებლად ეჩვენებათ, მაგრამ იგი მადლიანი განზრახვით ხდება.
ძმის სული ჩემთვის დაკეტილი ტაძარია. მართალია, ვხედავ მის საქმეებს, მაგრამ მისი სულის განწყობა ხომ უცნობია ჩემთვის? ეს კი საქმეში ძალიან ბევრს ნიშნავს: იგი საქციელის ხასიათს ცვლის.
თუნდაც საკუთარი თვალით იხილო ცოდვილი, მაინც ნუ განიკითხავ, რადგან ხშირად თვალებიც ცდებიან.
მძიმეა მოყვასის განკითხვის ცოდვა და განსაკუთრებით ამ ცოდვის უმაღლესი სახე - ცილისწამება მოყვასის მიმართ. მაგრამ განა ყველაზე ხშირად ამ ცოდვაში არ ვვარდებით? ქრისტიანული სიყვარულის მოვალეობა მოითხოვს, რომ მოყვასის თვალნათლივი ცოდვა... იხილეთ სრულად