შრომა - ციტატები, გამონათქვამები
შრომა - ციტატები, გამონათქვამები შრომა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ყველა ზრუნვათაგან ზრუნვა სულზე - უმნიშვნელოვანესია, ყველა გარჯათაგან, რომელსაც კი ადამიანი მიწაზე ეწევა, გარჯა სულისათვის ყველაზე გონივრულია.
ვინც არ იკვლევს საკუთარ სინდისს, ის ვერც ღვთისმოსაობის გამო გასწევს ხორციელ შრომას.
რამდენადაც უსაქმური კაცი შრომის მტერია, იმდენად იგი სიამტკბილობის მეგობარია. უსაქმურობის მოყვარული ხშირად მოწყენილია, თუკი ამ სიამოვნებას ვერ ღებულობს. მართალს ამბობს ძველი ანდაზა: ის ადამიანები, ვინც არაფერს აკეთებენ, ბოროტების კ... იხილეთ სრულად
ცოდნასთან ერთად გიყვარდეს შრომა (ცოდნა ცხოვრებაში გამოიყენე); რამეთუ მხოლოდ ცოდნა ადამიანს ქედმაღალს ხდის.
ვიდრე ამქვეყნად - ხორცში ვიმყოფებით, სათნოებების საშუალებით ზეცის კამარამდე რომც ავმაღლდეთ, საქმისა და შრომის, საზრუნავის გარეშე ვერ დავრჩებით
გაიხსენე რამდენი შრომა გჭირდება პურის ერთი ნაჭრის მოსაპოვებლად; ნუ დაიზარებ შრომას მარადიული ცხონებისათვის - უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი საქმისათვის.
მიწიერი მადლიც კი არ მოიპოვება შრომის გარეშე; მაშ, რატომ გავურბივართ ზეციურ მადლს შრომის მიზეზით?
ღვინოს ან ცვილს მხოლოდ წნევის საშუალებით გამოაცალკევებენ; სწორედ ასევე, კეთილ საქმეებს სხვაგვარად ვერ აღასრულებ, თუ არა - გაძლიერებული შრომითა და ღვაწლით.