ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
უფლის სახლში მისვლა და დამკვიდრება გაცილებით უფრო საამოა, ვიდრე ცოდვილთა სოფელში ცხოვრება (ფსალმ. 83, 10), სადაც ხორცის თაყვანისცემის საცდურია და ჯოჯოხეთი დიდ ნადავლს მოიხვეჭს.
შვილო, დაე, სიკვდილის დაფარული ჟამი, ღვთის საშინელი სამსჯავრო, ცოდვილთა სატანჯველი, სამოთხის საუკუნო შვება მდუმარებისას განსჯისთვის გქონდეს გულში. შენი ცხონება ამაზეა დამოკიდებული.
ჩემო გოგონა, გისურვებ უფალმა ღვთის მხურვალე სიყვარული მოგმადლოს, ერთიანად აღენთო და მონაზვნური ცხოვრების ნეტარ, ანგელოზებრივ გზაზე სიხარულით იარო. სული, რომელიც ამ გზას ღირსეულად გაივლის, ქრისტეს სასძლო გახდება, ანგელოზებზე უმეტეს... იხილეთ სრულად
უფლის სიყვარულით გაერთიანებულნი – ყველა, როგორც ერთი – უმშვენიერეს სიძეს, ქრისტეს ერთგულად შევუდგეთ. ყოველმა ჩვენგანმა თავისი ჯვარი მოთმინებით იტვირთოს, ვიდრე იესო სიხარულის ანგელოზს მოგვივლენს, რომელიც თითოეულ სულს უმშვენიერეს სა... იხილეთ სრულად
თუ ახლა ზეციური ნეტარების უშრეტი წყაროს ერთი წვეთიც კი სულს ღვთიური სიტკბოებით აღავსებს, რაღა იქნება მაშინ, როცა ღვთის მოწყალება სულს ამ წყაროსთან მოუხმობს და ნებას დართავს თავისუფლად, განუწყვეტლივ, რამდენსაც მოისურვებს, შესვას!