უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
ქრისტეც, მამის საყვარელი ძე, თავისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე უფლის წვრთნას ემორჩილებოდა არა იმიტომ, რომ უცოდველ ღმერთს ეს სჭირდებოდა, არამედ ადამიანის საცხონებლად, ჩვენს დასამოძღვრად და სამაგალითოდ, რათა მის კვალს გავყოლოდით.
ყოვლადუხრწნელმა სისხლმა, რომელიც ჯვარზე დაიღვარა, კაცობრიობას ცოდვები შეუნდო და ცხოვრება აღმოგვიცენა. „ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას“ (ფსალმ. 33, 8).
იჩქარეთ, შვილებო, სიმდაბლით მიეახლოთ ჩვენთვის დამდაბლებულ უფალს, უტკბეს, საყვარელ და ძვირფას ქრისტეს, ჩვენი ღატაკი სულების ნათელს.
საოცარია იესოს სიყვარული ჩვენდამი! ღმერთმა ადამიანური ბუნება მიიღო და ჯვარს ეცვა, რითაც თავისუფლება მოგვანიჭა, ჩვენი ვალი აღხოცა ზეციერი მამის წინაშე და როგორც საყვარელმა ძმამ, ღვთის უსაზღვრო სიმდიდრის თანამკვიდრობის ღირსი გაგვხად... იხილეთ სრულად
შენ კი, ჩემო კარგო, რატომ დარდობ? რატომ იტანჯები? დაანებე თავი წუთისოფელს და წუთისოფლის ამბებს. ყველანი მწირები ვართ ამქვეყნად. ქრისტეა ჩვენი ძმა და ნეტავ მის ქორწილში გავიხაროთ.
ქრისტეში ყველანი ერთნი არიან: ერთი მეორეზე მეტი არ არის, და მეორე - მესამეზე