სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები
სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები სიმდიდრე, გამონათქვამები, ციტატები
შენს ვაჟიშვილს დაუტოვე არა სიმდიდრე, ოქრო და ვერცხლი, არამედ ქრისტიანული სიბრძე; არა მდიდრული სახლი, არამედ მოთმინების ნიჭი; არა წარჩინებული, არამედ კეთილი და მორწმუნე მეგობრები.
ღატაკია ის მდიდარი, რომელსაც შინაგანად სულიერი საუნჯე არ გააჩნია, თუნდაც გარეგნულად ყველაფერი ჰქონდეს.
ღატაკია ის მდიდარი, რომელიც ხრწნადი ვერცხლითა და ოქროთი მდიდრდება, მაგრამ სათნოებებით ღარიბდება.
ფულის მოყვარული ფულით ვერ გაძღება და არც სიმდიდრის მოყვარული თავის შემოსავლით. ესეც ამაოებაა.
თ. 5-7
სიმდიდრის მოყვარულთა ბიწიერება ისეთია, რომ არაფრით შემოიფარგლება, ითხოვს რაც შეიძლება მეტს, იგი იმით მკურნალობს დაუოკებელ წყურვილს, რომ განუწყვეტლივ სვამს.
სიმდიდრე იმის გამო კი არ არის თქვენთვის საზიანო, რომ ბოროტ ავაზაკებს აიარაღებს თქვენს წინააღმდეგ, არამედ იმიტომ, რომ სრულიად გიბნელებთ გონებას და ტყვედ გაქცევთ უსულო ქონებისა, რითაც სრულიად განგაშორებთ ღმერთს.