ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
კეთილი და ერთგული ცოლი - ეს უდიდესი ბედნიერებაა ადამიანისათვის. ბრძენი სოლომონი ამბობს: რომელმან პოოს ცოლი კეთილი, უპოვნის მადლი, ხოლო მიუღებიეს სიწყნარე უფლისა მიერ. რომელი განდევნის ცოლსა კეთილსა, განდევნის კეთილთა, ხოლო რომელმა... იხილეთ სრულად
ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა, რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა (ეფეს. 5,22-23). მაგრამ ამავე დროს ქმარს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. მოციქული პავლე წერს: ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳს... იხილეთ სრულად
ოჯახი ერთიანი ორგანიზმია, რომელსაც ერთი თავი უნდა ჰქონდეს და ეს თავი ქმარი უნდა იყოს. თავ დედაკაცისა - ქმარი (1 კორ.11,3); ვითარცა ეკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თჳსთა ქმართა ყოვლითა (ეფეს. 5,24).
ოჯახის დარღვევა, განქორწინება, უპირველეს ყოვლისა, დამღუპველად მოქმედებს ბავშვებზე. ბავშვები ძალზე მტკივნეულად და მძიმედ განიცდიან ოჯახის დარღვევას. ოჯახიდან ერთ-ერთი მშობელთაგანის წასვლას ბავშვი პირად ტრაგედიად იღებს, რომელიც მის ... იხილეთ სრულად
დაქორწინებისას მეუღლეებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქორწინებას პირადი თავისუფლების ზნეობრივი შეზღუდვა მოაქვს, მაგრამ ეს შეზღუდვა მეუღლეთა ურთიერთსიყვარულითა და მათი შვილების სიყვარულით ნაზღაურდება.
მრავალ სოციოლოგთა აზრით, თანამედროვე საზოგადოებაში ოჯახი ადამიანთა შორის ჭეშმარიტი ურთიერთდამოკიდებულების უჯრედს წარმოადგენს. იგი ადამიანის პიროვნების ზნეობრივი და სულიერი თვითმყოფადობის განვითარების სამყაროა. ოჯახია სწორედ ის ოაზ... იხილეთ სრულად
უფალმა იესო ქრისტემ თავისი დასწრებით აკურთხა ქორწილი კანას გალილეაში. მოციქული პავლე წერს: კაცად-კაცადსა თჳსი ცოლი ესჳნ, თვთოეულსა თჳსი ქმარი ესჳნ, ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეცა ცოლი - ქმარსა (1 კორ. 7,2-3)... იხილეთ სრულად
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ქორწინება ღვთისაგან დადგენილი საიდუმლოა. ადამისა და ევას შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: და აკურთხა იგინი ღმერთმან მეტყუელმან; აღორძინდით და განმრავლდით, და აღავსეთ ქუეყანაჲ და ეუფლენით მას... (შესაქმე ... იხილეთ სრულად
პირველი პირობა ჭეშმარიტად ქრისტიანული შეუღლებისა, თავისუფლებაა. ქორწინება, რომელიც ფიზიკური ან მორალური ძალდატანებით მოხდება, არაკანონიერია.
ჯერ კიდევ I საუკუნის დასასრულს წმიდა ეგნატე ანტიოქიელი წერდა: "ისინი, რომელნიც ქორწინდებიან ან თხოვდებიან, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით უნდა შეუღლდნენ, რათა ქორწინება უფლისმიერი იყოს და არა მხოლოდ ხორციელი". ("პოლიკარპესადმი", 5,2)... იხილეთ სრულად