წმინდა ანგელოზებს ღვთის ბრძანების სრული მორჩილება აქვთ, ნაბრძანებს ყოველგვარი შეპასუხების გარეშე ასრულებენ. ისინი ღვთისა და ადამიანების მიმართ სრული სიყვარულით, უმწიკვლო სიწმინდით და უძლეველი სიმდაბლით გამოირჩევიან, მათი უმანკოება...
იხილეთ სრულად
წმინდა ანგელოზებს ღვთის ბრძანების სრული მორჩილება აქვთ, ნაბრძანებს ყოველგვარი შეპასუხების გარეშე ასრულებენ. ისინი ღვთისა და ადამიანების მიმართ სრული სიყვარულით, უმწიკვლო სიწმინდით და უძლეველი სიმდაბლით გამოირჩევიან, მათი უმანკოება კი ენით გამოუთქმელია.ანგელოზებს სხვა სათნოებებიც ამკობთ. თუ ისინი გულწრფელად გვიყვარს, თუ გვსურს, ჩვენც იქ დავემკვიდროთ, სადაც ანგელოზები იმყოფებიან, უნდა ვაიძულოთ თავი, რომ მათ მივემსგავსოთ.
მოდით, სინანულის ძალით გავთავისუფლდეთ ჩვენი ცოდვების ტვირთისგან და არწივებივით ლაღად და მსუბუქად მაღლა, სულ მაღლა ავფრინდეთ, იქ, სადაც მარადიულ ღმერთს სათნოებისა და სიბრძნის ულევი საგანძური აქვს დაუნჯებული. საუკუნო ცხოვრების წყარო...
იხილეთ სრულად
მოდით, სინანულის ძალით გავთავისუფლდეთ ჩვენი ცოდვების ტვირთისგან და არწივებივით ლაღად და მსუბუქად მაღლა, სულ მაღლა ავფრინდეთ, იქ, სადაც მარადიულ ღმერთს სათნოებისა და სიბრძნის ულევი საგანძური აქვს დაუნჯებული. საუკუნო ცხოვრების წყარო ვიხმიოთ, რომ ჩვენც განვიღმრთოთ, როგორც წმინდა წერილი ამბობს: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი" (ფსალმ. 81, 6).
ადამიანმა ყველაფერი უნდა აკეთოს, რაც მას ნებისმიერი სათნოების მოსაპოვებლად მოეთხოვება და დაელოდოს დიდი სიმდაბლით და იმის შეგნებით, რომ თუ ღმერთი ინებებს ამ სათნოებამ ხორცი შეისხას, მხოლოდ მაშინ შეძლებს ნაყოფის გამოღებას. სხვაგვარა...
იხილეთ სრულად
ადამიანმა ყველაფერი უნდა აკეთოს, რაც მას ნებისმიერი სათნოების მოსაპოვებლად მოეთხოვება და დაელოდოს დიდი სიმდაბლით და იმის შეგნებით, რომ თუ ღმერთი ინებებს ამ სათნოებამ ხორცი შეისხას, მხოლოდ მაშინ შეძლებს ნაყოფის გამოღებას. სხვაგვარად მხოლოდ შრომა დარჩება.