განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები
განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები განკითხვა, გამონათქვამები, ციტატები
თავს ნუ იმართლებთ. ყველაფერში საკუთარი თავი დაიდანაშაულეთ და დიდ სულიერ სარგებელს ნახავთ. ხოლო თუ თავს გაიმართლებთ და განიკითხავთ გვერდით მყოფ ძმას, დარდი და მწუხარება – მცნების დარღვევის სასყიდელი – არასოდეს მოგაკლდებათ.
ნეტარია, ვინც ძმის სიტყვას დუმილით ითმენს და ფრთხილობს, რომ სიძულვილის, განკითხვისა და ძვირისხსენებისგან დაიცვას სული. იგი ემსგავსება ქრისტეს, ადამიანებისგან ეშმაკებს რომ განდევნიდა, ებრაელები კი მას განიკითხავდნენ
შვილო, რისთვის დატოვე ეს სოფელი? არა იმისთვის, რომ განწმენდილიყავი? არა ჭეშმარიტი ღვთისმიერი სიყვარულის მოსაპოვებლად? ხოლო როცა ბედს უჩივი და შენზე უპირატესებს განიკითხავ, ნუთუ ეს სოფლისგან განშორების მიზანს ემსახურება? როდემდე გა... იხილეთ სრულად
თუ ის პიროვნება შენ წინააღმდეგ რაიმეს მოიმოქმედებს, ყურადღება არ მიაქციო, მოითმინე. დაე, უსამართლოდ მოგეპყროს, შენ ნუ აწყენინებ; დაე, სილა გაგაწნას, შენ ნუ გაარტყამ; დაე, განგიკითხოს, შენ ნუ განიკითხავ. და როცა ასე მოიქცევი, შენს ... იხილეთ სრულად
გისურვებთ, უფალმა მოგანიჭოთ წმინდა სიყვარული, რომელიც მისი მფლობელის პირს ზღუდეს უდებს; იცავს განკითხვის, ძვირისზრახვის, ცილისწამების, სიცრუის, თვალთმაქცობისა და იმ უთვალავ ბოროტებათა უფსკრულში ჩავარდნისგან, რომელსაც ჭეშმარიტი უფლ... იხილეთ სრულად
რა გულითაც განვეწყობით ძმის მიმართ, ღვთის გულიც ასე განეწყობა ჩვენდამი. არ გინდა ღმერთმა შეცდომები გაპატიოს? არ გინდა მთელი გულით შეგიყვაროს? შენც მთელი გულით შეიყვარე და მიუტევე.