გონება - ციტატები, გამონათქვამები
გონება - ციტატები, გამონათქვამები გონება, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
თუ ხედავ, რომ გონება ამ სოფლისკენ გაგირბის, იცოდე, რომ სული საღვთო ნუგეშინისცემასაა მოკლებული, რის გამოც ამქვეყნიურ ნუგეშს ეძებს.
როცა გონება არ არის დაკავებული მაცხონებელი აზრებით და მხოლოდ სიცოცხლისთვის აუცილებელ საჭიროებებზე ფიქრობს, მაშინ მას არაწმინდა, ცოდვით განსჯა მოიცავს, შესაბამისად, გონება ან ხორციელი გახდება, ან ველური!
“ღვთის ჭვრეტას განშორებული გონება ან პირუტყვული ხდება, ან ველური“ (წმ. მარკოზ ასკეტი, “ფილოკალია“). როდესაც ადამიანის გონება დაშორდება ღმერთზე ფიქრს, ღვთის ჭვრეტას, რაც გულისხმობს ლოცვას, სულიერ საგნებზე – ჯოჯოხეთზე, სამოთხეზე, უფ... იხილეთ სრულად
ლოცვის დროს გონებამ უნდა დაიცვას გული, შინაგანად გარეშემოერტყას მას და გულის სიღრმიდან აღავლინოს ღვთისადმი ლოცვა. მუდმივად იმეოროს: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ და როცა იქ, გულში გონება იგრძნობს, შეიცნობს, რომ „ტკბილ არს უფალ... იხილეთ სრულად
ლოცვის სიხშირე ლოცვის ერთგვარ ჩვეულებაში გადადის, რაც მალე მეორე ბუნებად იქცევა და ხშირად გული და გონება უმაღლეს სულიერ მდგომარეობაში აჰყავს.
როცა გონება ლოცვით არის დაკავებული, ის გულში შესვლას იწყებს და ადამიანი, სადაც არ უნდა იყოს, იგრძნობს, რომ გული ლოცულობს.