ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები
ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები ეშმაკი, დემონი, გამონათქვამები, ციტატები
ეშმაკებისთვის იოლი არ არის, რაიმე ავნონ ისეთ ადამიანს, რომელსაც სულში ღვთის მუდმივი ხსოვნა აქვს. შეიძლება განსცადონ ის, მაგრამ ძნელია ზიანი მიაყენონ, რადგან ღვთის მუდმივი ხსოვნის იარაღით აღჭურვილი ადამიანი ეშმაკებს არ აძლევს უფლებ... იხილეთ სრულად
ლოცვის ეშმაკი მოწყინებაა, ეშმაკის ეშმაკი კი – ლოცვის წყურვილი, გულმხურვალება.
ლოცვა რამდენადაც გვაერთიანებს ქრისტესთან, იმდენად განგვაშორებს ეშმაკს და არა მარტო ეშმაკს, არამედ ამსოფლიურ ბრძნობასაც, რომელიც ვნებების მშობელი და ხელის შემწყობია.
მხოლოდ ხანგრძლივი ბრძოლითა და ღვაწლით არის შესაძლებელი მტრის განდევნა და ქრისტეს დამკვიდრება.
ზეციერი მამის სიყვარულითა და განგებულებით, ბოროტის მოქმედების საზღვრები ყოველთვის შემოფარგლული იქნება იმის შესაბამისად, თუ როგორ წინააღმდეგობას გავუწევთ ამ თავდასხმებს.