მართლმადიდებლობა - ციტატები, გამონათქვამები მართლმადიდებლობა, გამონათქვამები, ციტატები
მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყვ...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა).
link
ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის ყველაზე საიმედო საყრდენი და ორიენტირი არის მართლმადიდებლური სარწმუნოება. მე ხაზს ვუსვამ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რადგან სწორედ არასწორი სარწმუნოება აშორებს ყველაზე ხშირად ადამიანს ჭეშმარიტების...
იხილეთ სრულად
ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის ყველაზე საიმედო საყრდენი და ორიენტირი არის მართლმადიდებლური სარწმუნოება. მე ხაზს ვუსვამ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რადგან სწორედ არასწორი სარწმუნოება აშორებს ყველაზე ხშირად ადამიანს ჭეშმარიტებისაგან და საბოლოო ჯამში ღუპავს მას. უნდა გვახსოვდეს, ჭეშმარიტების ძიება რთული პროცესია, რუდუნებით სავსე, სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური შრომაა, რომლისათვისაც ყრმობიდანვე უნდა მოვამზადოთ მომავალი თაობა.
link
უფალო "რა არის ადამიანი, რომ ასე განადიდე და მისკენ მიგიპყრია გულისყური? რომ მოინახულებ ყოველ დილით და გამოსცდი ყოველ წამს?" (იობი 7,17-18). ვინ არის იგი, რატომ ცხოვრობს დედამიწაზე და საით მიდის? - აი კითხვები, რომელნიც აუცილებლად...
იხილეთ სრულად
უფალო "რა არის ადამიანი, რომ ასე განადიდე და მისკენ მიგიპყრია გულისყური? რომ მოინახულებ ყოველ დილით და გამოსცდი ყოველ წამს?" (იობი 7,17-18). ვინ არის იგი, რატომ ცხოვრობს დედამიწაზე და საით მიდის? - აი კითხვები, რომელნიც აუცილებლად შეგვახსენებენ თავს.ზოგიერთს ჰგონია, რომ ისინი არსად არ მიდიან, და აქედან გამომდინარე, მათი სიცოცხლეც მიწიერ არსებობასთან ერთად ქრება. მათ შესახებ მოციქული იაკობი ასე ბრძანებს: "რა არის თქვენი სიცოცხლე? - კვამლი, რომელიც...
link
მართალია, ყოველი ჩვენგანი თავისებურად აღიქვამს ჭეშმარიტებასაც და სამართლიანობასაც, მაგრამ უნდა არსებობდეს ავტორიტეტი, აუცილებელია საერთო საფუძველი, რომელსაც დაეყრდნობა ჩვენი ფიქრები, ჩვენი ნააზრევი. ასეთი ავტორიტეტი ერთადერთია - ღ...
იხილეთ სრულად
მართალია, ყოველი ჩვენგანი თავისებურად აღიქვამს ჭეშმარიტებასაც და სამართლიანობასაც, მაგრამ უნდა არსებობდეს ავტორიტეტი, აუცილებელია საერთო საფუძველი, რომელსაც დაეყრდნობა ჩვენი ფიქრები, ჩვენი ნააზრევი. ასეთი ავტორიტეტი ერთადერთია - ღვთის განჩინებანი, ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოება, ჩვენი სულიერი საგანძური. ამის გარეშე ნებისმიერი იდეა და გამოგონება ჩვენს საწინააღმდეგოდვე მობრუნდება.
link
ჩვენს ცხოვრებაში ღვთის ნება, ღვთის განგებულება გამოვლინდება ჭეშმარიტი რელიგიით - მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით: იმ ეკლესიისა, რომლის შესახებაც მაცხოვარი ბრძანებს "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ე...
იხილეთ სრულად
ჩვენს ცხოვრებაში ღვთის ნება, ღვთის განგებულება გამოვლინდება ჭეშმარიტი რელიგიით - მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით: იმ ეკლესიისა, რომლის შესახებაც მაცხოვარი ბრძანებს "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16,18).
link
უნდა ვიცოდეთ და მუდამ გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლობაშია ჩვენი ძალა, - რომ მხოლოდ მართლმადიდებლობამ შეინარჩუნა ის რწმენა, წესები და ტრადიციები, რომელიც უფალმა მოციქულებს დაუტოვა. ამიტომაც ჩვენი ეკლესია იწოდება სამოციქულო ეკლესიად...
იხილეთ სრულად
უნდა ვიცოდეთ და მუდამ გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლობაშია ჩვენი ძალა, - რომ მხოლოდ მართლმადიდებლობამ შეინარჩუნა ის რწმენა, წესები და ტრადიციები, რომელიც უფალმა მოციქულებს დაუტოვა. ამიტომაც ჩვენი ეკლესია იწოდება სამოციქულო ეკლესიად და იგი დღემდე იცავს ერთიანი, განუყოფელი სამოციქულო ეკლესიის მრწამსსა და ტრადიციებს.
link
წარმართები და ათეისტები შინაგან სულიერ ძალას მოკლებულნი არიან, რამეთუ არ სწამთ. პროტესტანტები სულიერ ძალას მოკლებულნი არიან, რამეთუ ეჭვობენ. მხოლოდ მართლმადიდებლებს შეგვიძლია მთელი არსებით ღაღადვყოთ: "ქრისტე აღდგა!" - "ჭეშმარიტად ...
იხილეთ სრულად
წარმართები და ათეისტები შინაგან სულიერ ძალას მოკლებულნი არიან, რამეთუ არ სწამთ. პროტესტანტები სულიერ ძალას მოკლებულნი არიან, რამეთუ ეჭვობენ. მხოლოდ მართლმადიდებლებს შეგვიძლია მთელი არსებით ღაღადვყოთ: "ქრისტე აღდგა!" - "ჭეშმარიტად აღდგა!"
link
მოციქულები არ მსჯელობდნენ ისე, როგორც ამასოფლის ბრძენნი ან ფილოსოფოსნი, მით უფრო ისე არა, როგორც თეორეტიკოსები, ჰიპოტეზებს რო ქმნიან. მათ გვახარეს ის, რისი მოწმენიც გახდნენ. სიმართლე რო ითქვას, ჭეშმარიტება მათ კი არ პოვეს, ჭე...
იხილეთ სრულად
მოციქულები არ მსჯელობდნენ ისე, როგორც ამასოფლის ბრძენნი ან ფილოსოფოსნი, მით უფრო ისე არა, როგორც თეორეტიკოსები, ჰიპოტეზებს რო ქმნიან.მათ გვახარეს ის, რისი მოწმენიც გახდნენ. სიმართლე რო ითქვას, ჭეშმარიტება მათ კი არ პოვეს, ჭეშმარიტება მათთვის მოულოდნელად გაცხადდა და მთელი მათი არსება მოიცვა. მოციქულებს სულიერი კვლევა-ძიება არ განუზრახავთ, ფსიქოლოგიაში განსწავლულნი არ იყვნენ და მათი საქმიანობა მხოლოდ ფიზიკურ შრომას მოითხოვდა. ძე ღვთისა ამ დროს გამო...
link
მართლმადიდებლობა მშვიდობასა და ერთობას გვასწავლის. მშვიდობისა და ერთობისკენ მიმავალი გზა ციცაბოა და რთული. მშვიდობის ჰანგი მონოტონური არ არის, იგი ჰარმონიულია. ერთობა არა დაუძლურებას, არამედ გაძლიერებას ნიშნავს. მშვიდობა და ერთობა...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებლობა მშვიდობასა და ერთობას გვასწავლის. მშვიდობისა და ერთობისკენ მიმავალი გზა ციცაბოა და რთული. მშვიდობის ჰანგი მონოტონური არ არის, იგი ჰარმონიულია. ერთობა არა დაუძლურებას, არამედ გაძლიერებას ნიშნავს. მშვიდობა და ერთობა უფალთან დედამიწაზე ყოველგვარი მშვიდობისა და ერთობის დასაბამია.
link
მართლმადიდებლობა ჭეშმარიტებაა, სიწმინდე და სიკეთე - ცხოველმყოფელი მთლიანობა სიყვარულად სახელდებული.