მოყვასი - ციტატები, გამონათქვამები
მოყვასი - ციტატები, გამონათქვამები მოყვასი, გამონათქვამები, ციტატები
უფალი უფრო ადვილად მოგვიტევებს თვით მის მიმართ ჩადენილ ცოდვებს, ვიდრე - მოყვასის მიმართ (მათე 18, 23-35);
გიჭირს, როდესაც შენს მწუხარებას არავინ იზიარებს? იჩქარე, თვითონ გაიზიარო მოყვასის უბედურება.
საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს უფლისათვის და ნაწილობრივ მოყვასისათვის: მოყვასი უფლისათვის უნდა გვიყვარდეს: ღმერთი კი უნდა გვიყვარდეს თვით მისთვის და ყველაზე ძლიერ.
მოყვასს ნუ გაანაწყენებ და ნურც გააღმერთებ, ნურც საკუთარ თავს გააღმერთებ. ღმერთი კი გიყვარდეს მტკიცე სულით, ანუ - მთელი გულითა და გონებით.
ყოველი კაცი ჩვენი მოყვასი და ძმაა, უმეტესად კი, რა თქმა უნდა, უბედური და გაჭირვებული.
როგორ უნდა მოვეპყრათ მოყვასს? მიეგებე სიამოვნებით, მიუგე ნათელითა პირითა, ყველას მიმართ იყავი კეთილგანწყობილი, მისაწვდომი, ნუ დაიწყებ თავის ქებას, ნუ აიძულებ სხვას _ ილაპარკოს შენზე, ნუ შეითვისებ უღირს სიტყვას, რაც შეიძლება მეტად ... იხილეთ სრულად
ის ვინც მოყვასს ისე უყურებს, როგორც საკუთარ თავს, ნუთუ დაუშვებს, რომ იმაზე მეტი ჰქონდეს, ვიდრე მოყვასს აბადია.